არადა, საფინალო სირენამდე 33 წამით ადრე, კევინ დურანტმა ფარქვეშ შესვლის შემდეგ ურთულესი ორი ქულა აიღო და მისმა გუნდმა ხუთი ქულით წაიყვანა ანგარიში - 96:91. მაგრამ ლამარკუს ოლდრიჯმა ექვსი ქულის აღება მოასწრო და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა - 97:98.
"ოკლაჰომას" ბოლო შეტევა რჩებოდა და ბუნებრივია, "სან ანტონიო" შეგნებული
სკანდალი კი იმაში მდგომარეობდა, რომ გვერდითი ხაზიდან ბურთის შემოტანისას, ოკლაჰომელმა დიონ უეიტერსმა იდაყვი ჩაარტყა მანუ ჯინობილის და სწორედ ამას აპროტესტებდნენ მატჩის შემდეგ გრეგ პოპოვიჩი და მისი შეგირდები. სხვათა შორის, მოგვიანებით, მსაჯებმა თავიანთი შეცდომა აღიარეს, მაგრამ ეს "სპურსისთვის" ნაკლები შვება იყო.
მსაჯის გარდა, "სან ანტონიომ" საკუთარ თავსაც უნდა დააბრალოს ეს წაგება. მაგალითად, პირველ მეოთხედში მასპინძლებმა თამაშიდან ტყორცნების მხოლოდ 38.5 პროცენტი გამოიყენეს, მთლიანად მატჩში კი 73-დან 48 სროლა ააცილეს მიზანს, რაც "ოკლაჰომას" დაცვის დამსახურებაა. კავაი ლეონარდმა 11 ტყორცნა გააფუჭა (18-დან), ტიმ დანკანმა კი მხოლოდ ორი ქულა აიღო და პლეი ოფში შედეგიანობის პირადი ანტირეკორდი დაამყარა.
სან ანტონიო-ოკლაჰომა 97:98
21:29, 32:27, 23:21, 21:21
ს-ა: ოლდრიჯი (41+8 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), ლეონარდი (14+7 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), ჯინობილი (11), გრინი (9+4 ჩაჭრა), პარკერი (7+6 პასი), უესტი (6), მილზი (5), დანკანი (2+9 მოხსნა), დიაო (2).
ო: უესტბრუკი (29+10 პასი+7 მოხსნა), დურანტი (28+7 მოხსნა+4 პასი), იბაკა (12+5 მოხსნა+2 დაფარება), კანტერი (12+8 მოხსნა+3 დაფარება), ადამსი (12+17 მოხსნა), უეიტერსი (3), მოროუ (2), რობერსონი (0+3 ჩაჭრა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (42.6/48.1), სამქულიანები (26.1/26.3), საჯარიმოები (84.6/81).
სერია: 1-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"