NBA. პლეი ოფი: მსაჯები "სპურსის" წინააღმდეგ

AutoSharing Option
"სან ანტონიოსა" და "ოკლაჰომას" სუპერსერიის მეორე მატჩს სკანდალური დასასრული ჰქონდა. სტუმრებმა შეხვედრის ბოლო შვიდ წუთში გაფლანგეს დიდი გაჭირვებით მოპოვებული ცხრაქულიანი უპირატესობა და კინაღამ მეთექვსმეტე მატჩი წააგეს სეზონში, როცა სამი მეოთხედის შემდეგ ლიდერის რანგში იმყოფებოდნენ.

არადა, საფინალო სირენამდე 33 წამით ადრე, კევინ დურანტმა ფარქვეშ შესვლის შემდეგ ურთულესი ორი ქულა აიღო და მისმა გუნდმა ხუთი ქულით წაიყვანა ანგარიში - 96:91. მაგრამ ლამარკუს ოლდრიჯმა ექვსი ქულის აღება მოასწრო და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა - 97:98.

"ოკლაჰომას" ბოლო შეტევა რჩებოდა და ბუნებრივია, "სან ანტონიო" შეგნებული
პერსონალურის აღებისთვის ემზადებოდა, მაგრამ მასპინძლებმა მოახერხეს დურანტისთვის ბურთის ათრმევა და ბოლო შეტევის უფლება თავად მიიღეს, მაგრამ პეტი მილზმა დაახლოებით სამი მეტრიდან ვერ ჩააგდო, შემდეგ კი ოლდრიჯმა ვერ შეძლო ფარიდან ბურთის მოხსნა.

სკანდალი კი იმაში მდგომარეობდა, რომ გვერდითი ხაზიდან ბურთის შემოტანისას, ოკლაჰომელმა დიონ უეიტერსმა იდაყვი ჩაარტყა მანუ ჯინობილის და სწორედ ამას აპროტესტებდნენ მატჩის შემდეგ გრეგ პოპოვიჩი და მისი შეგირდები. სხვათა შორის, მოგვიანებით, მსაჯებმა თავიანთი შეცდომა აღიარეს, მაგრამ ეს "სპურსისთვის" ნაკლები შვება იყო.

მსაჯის გარდა, "სან ანტონიომ" საკუთარ თავსაც უნდა დააბრალოს ეს წაგება. მაგალითად, პირველ მეოთხედში მასპინძლებმა თამაშიდან ტყორცნების მხოლოდ 38.5 პროცენტი გამოიყენეს, მთლიანად მატჩში კი 73-დან 48 სროლა ააცილეს მიზანს, რაც "ოკლაჰომას" დაცვის დამსახურებაა. კავაი ლეონარდმა 11 ტყორცნა გააფუჭა (18-დან), ტიმ დანკანმა კი მხოლოდ ორი ქულა აიღო და პლეი ოფში შედეგიანობის პირადი ანტირეკორდი დაამყარა.

სან ანტონიო-ოკლაჰომა 97:98
21:29, 32:27, 23:21, 21:21
ს-ა: ოლდრიჯი (41+8 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), ლეონარდი (14+7 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), ჯინობილი (11), გრინი (9+4 ჩაჭრა), პარკერი (7+6 პასი), უესტი (6), მილზი (5), დანკანი (2+9 მოხსნა), დიაო (2).
ო: უესტბრუკი (29+10 პასი+7 მოხსნა), დურანტი (28+7 მოხსნა+4 პასი), იბაკა (12+5 მოხსნა+2 დაფარება), კანტერი (12+8 მოხსნა+3 დაფარება), ადამსი (12+17 მოხსნა), უეიტერსი (3), მოროუ (2), რობერსონი (0+3 ჩაჭრა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (42.6/48.1), სამქულიანები (26.1/26.3), საჯარიმოები (84.6/81).
სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული