"ტორონტო" თავისი თამაშით არ იმსახურებდა ოვერტაიმს. ლოურის გარდა, მიზანი არ უვარგოდა დეროზანს, გარდა ამისა, მასპინძლებმა წააგეს ფარქვეშ ბრძოლა, განსაკუთრებით შეტევაში (4 მოხსნა 11-ის წინააღმდეგ).
ასევე 17 შეცდომა დაუშვეს და ვერ მოახერხეს გორან დრაგიჩის ნეიტრალიზაცია, რომელმაც 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა და 26
მაგრამ, ოვერტაიმში სამართლიანობამ იზეიმა. "ტორონტოს" საწყის ოთხ წუთში ერთი შედეგიანი მოქმედებაც არ ჰქონია, ამასობაში კი ვეტერანი დუეინ უეიდი დაფრინავდა მოედანზე და თავისი 24 ქულიდან შვიდი სწორედ დამატებით ხუთ წუთში მოიპოვა. სხვათა შორის, ამ მატჩის შემდეგ, უეიდი პლეი ოფის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-16 ადგილზე გადავიდა.
ტორონტო-მაიამი 96:102 (ო)
18:18, 25:23, 20:27, 27:22, 6:12
ტ: ვალანჩუნასი (24+14 მოხსნა+3 დაფარება+3 პასი), დეროზანი (22+6 მოხსნა+4 პასი), როსი (19+2 დაფარება), ჯოზეფი (10), კეროლი (10), ლოური (7+6 პასი+3 ჩაჭრა), პატერსონი (2), პაუელი (2).
მ: დრაგიჩი (26+6 მოხსნა), უეიდი (24+6 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა+2 დაფარება), ჯონსონი (16+7 მოხსნა), რიჩარდსონი (11), დენგი (10+4 ჩაჭრა+3 პასი), უაიტსაიდი (9+17 მოხსნა), სტაუდმაიერი (4), ჰასლემი (2), უინსლოუ (0+5 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (44.9/44.9), სამქულიანები (23.8/72.7), საჯარიმოები (73.3/66.7).
სერია: 0-1
* * *
რთული დასაჯერებელია, მაგრამ "პორტლენდთან" სერიის მეორე მატჩში "გოლდენ სტეიტმა" პირველად წინ გასვლა მხოლოდ საფინალო სირენამდე 5.33 წუთით ადრე შეძლო, როცა კლეი ტომპსონმა ზუსტი სამქულიანი შეასრულა. ამის მიზეზი გახდა ჩემპიონების სუსტი თამაში პოზიციურ შეტევაში და ცუდი რეალიზაცია. შედეგად, მასპინძლები მეორე მეოთხედის შუაში 17 ქულას აგებდნენ, ბოლო მეოთხედის წინ კი ჩამორჩენა 11 ქულას შეადგენდა.
მაგრამ, ბოლო 12-წუთეულში "გოლდენ სტეიტის" უიღბლობა სადღაც გაქრა, თან "პორტლენდის" ლიდერებს დაღლა დაეტყოთ, რისი მიზეზიც ამ გუნდის მოკლე სათადარიგოთა სკამია. და ისე მოხდა, რომ "მეომრებმა" უბრალოდ გადაუარეს მეტოქეს. "უორიორზმა" მხოლოდ 12 ქულა ჩააგდებინა "ბლეიზერსს" და " მინუს 11" "პლუს 11"-ად აქცია.
გარდა იმისა, რომ მასპინძლებმა დაცვაში შესანიშნავად იმოქმედეს, "პორტლენდსაც" საერთოდ აერია თამაში. ბოლო ცხრა წუთში, სტუმრებმა 14-დან 11 ტყორცნა ააცილეს, მათ შორის, ხუთიდან ყველა სამქულიანი და ოთხჯერ დაკარგეს ბურთი.
რაც შეეხება "გოლდენ სტეიტს", მან მთელი მეოთხე მეოთხედი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა - 17-დან 13 შეტევა ზუსტი ტყორცნით დაასრულა და ათიდან ყველა საჯარიმო მოათავსა კალათში.
მიუხედავად იმისა, რომ კლეი ტომპსონმა 27 ქულა დააგროვა, მატჩის გმირი მაინც დრეიმონდ გრინია, რომელსაც სარგებლიანობის საუკეთესო კოეფიციენტი (+19) ჰქონდა და პლეი ოფისთვის იშვიათი კოლექცია შეაგროვა - 17 ქულა, 14 მოხსნა, 7 პასი და 4 დაფარება. ბოლოს ასეთი სტატისტიკით 2003 წელს ტიმ დანკანი იკვეხნიდა.
გ. სტეიტი-პორტლენდი 110:99
21:34, 30:25, 25:28, 34:12
გ-ს: ტომპსონი (27+3 პასი), გრინი (17+14 მოხსნა+7 პასი+4 დაფარება), იგუოდალა (15+5 მოხსნა+4 პასი), ლივინგსტონი (14+4 პასი), ბარნსი (13), ეზელი (8+6 მოხსნა), ბარბოზა (7), კლარკი (5), ბოგუტი (4+7 მოხსნა+2 დაფარება).
პ: ლილარდი (25+6 პასი), მაკალუმი (22), ამინუ (14+6 მოხსნა), ჰენდერსონი (12+3 პასი), ჰარკლესი (11+7 მოხსნა), პლამლი (6+11 მოხსნა+4 პასი), კრები (5+3 პასი), დევისი (4+5 მოხსნა+2 დაფარება).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (46.2/44.4), სამქულიანები (33.3/43.3), საჯარიმოები (90/66.7).
სერია: 2-0
მსაჯებმა აურიეს
"სან ანტონიოსა" და "ოკლაჰომას" სკანდალური მატჩის ვიდეოჩანაწერის შესწავლისას, NBA-მ მსაჯების ხუთი შეცდომა აღმოაჩინა ბოლო 13.5 წამის განმავლობაში, - წერს ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი.მანუ ჯინობილი აყოვნებდა თამაშს, როცა მეტოქის მიერ ბურთის შემოტანისას გვერდით ხაზს აბიჯებდა ფეხს. დიონ უეიტერსმა შეტევაში დაარღვია თამაშის წესი, როცა ბურთის შემოტანის დროს, იდაყვი ჩაარტყა ჯინობილის.
თამაშის განახლების შემდეგ, პეტი მილსმა და კავაი ლეონარდმა წესი დაარღვიეს შესაბამისად, სტივენ ადამსზე და რასელ უესტბრუკზე. ბოლოს კი სერჟ იბაკა მაისურზე იჭერდა ლამარკუს ოლდრიჯს საფინალო სირენამდე 2.6 წამით ადრე.
"ოკლაჰომამ" მოიგო ეს შეხვედრა და გაათანაბრა სერიაში ანგარიში - 1:1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"