არადა, ფლორიდელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, როცა მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე 17:2 გაქცევა მოაწყვეს. მაგრამ "ტორონტოში" იონას ვალანჩუნასი ათამაშდა, რომელმაც ბოლო მეოთხედში 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ოვერტაიმში კი მაიამელებმა პირველი შვიდი შეტევა გააფუჭეს და სირენამდე ერთი წუთით
გუშინ, გუნდებმა მაიამიში გააგრძელეს ურთიერთობის გარკვევა, სადაც სერიის მესამე მატჩი გაიმართა. ეს შეხვედრა კაილ ლოურისა და დუეინ უეიდის პირად დუელად გადაიქცა. კანადელთა გამთამაშებელმა, რომელიც ამ პლეი ოფში 31 პროცენტის სიზუსტით ისროდა, 19-დან 11 ტყორცნა გამოიყენა და 33 ქულა დააგროვა.
უეიდმა კი 38 ქულა ჩააგდო, რითაც პლეი ოფის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში დირკ ნოვიცკის გაუსწრო და მე-14 ადგილზე გადავიდა.
საბოლოოდ, ლოურის 33 ქულა უფრო წონადი აღმოჩნდა. ტორონტოელმა 29 ქულა მეორე ტაიმში დააგროვა და სწორედ ის გახდა მნიშვნელოვანი ტყორცნების ავტორი. მაგალითად, სირენამდე 2.07 წუთით ადრე, თანაბარი ანგარიშისას სამქულიანი ჩააგდო, სირენამდე 30 წამით ადრე კი საშუალო დისტანციიდან ისროლა ზუსტად და ეს გამარჯვების მომტანი ორი ქულა იყო.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, "მაიამიმ" მატჩის დიდი ნაწილი შესუსტებული შემადგენლობით ითამაშა, რადგან მეორე მეოთხედის დასაწყისში დაშავდა "ჰიტის" ძირითადი ცენტრი ჰასან უაიტსაიდი და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ახალგაზრდა კალათბურთელი სერიაში დაბრუნებას.
ტორონტო-მაიამი 96:92 (ო)
29:19, 19:22, 15:24, 23:21, 10:6
ტ: კეროლი (21+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), დეროზანი (20+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლოური (18+6 პასი+3 ჩაჭრა), ვალანჩუნასი (15+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), როსი (10), ჯოზეფი (8+4 პასი), პატერსონი (2), პაუელი (2).
მ: დრაგიჩი (20+4 პასი), ჯონსონი (17+5 მოხსნა+4 პასი), უეიდი (17+6 მოხსნა+3 პასი), უაიტსაიდი (13+13 მოხსნა+3 დაფარება+3 ჩაჭრა), დენგი (12+6 მოხსნა), რიჩარდსონი (5), გრინი (4), უინსლოუ (2), ჰასლემი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (41.9/49.4), სამქულიანები (22.2/35.7), საჯარიმოები (53.8/69.2).
მაიამი-ტორონტო 91:95
19:23, 21:26, 28:19, 23:27
მ: უეიდი (38+8 მოხსნა+4 პასი), დრაგიჩი (12), ჯონსონი (10+6 მოხსნა), გრინი (8+3 ჩაჭრა), ჰასლემი (8+7 მოხსნა), უაიტსაიდი (6), დენგი (4), მაკრობერტსი (4), რიჩარდსონი (1).
ტ: ლოური (33), დეროზანი (19+6 მოხსნა+5 პასი), ვალანჩუნასი (16+12 მოხსნა), პატერსონი (9), კეროლი (6+5 მოხსნა+3 პასი), როსი (5), ჯოზეფი (4+3 პასი), ბიიომბო (3+5 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (42.9/47.1), სამქულიანები (22.2/44.4), საჯარიმოები (87.5/75).
სერია: 1-2
* * *
"ატლანტა" ვერაფერს უხერხებს "კლივლენდს" და დიდი ალბათობით, "მშრალი" ანგარიშით წააგებს სერიას. მართალია, "ჰოქსი" პირველი სამი მეოთხედის შემდეგ ექვსი ქულით იგებდა, მაგრამ ვერც ამჯერად შეძლო პერიმეტრის დაცვა. "კავალიერზმა" 21 სამქულიანის რეალიზება შეძლო (წინა მატჩში - 27). გუნდის ლიდერებთან ერთად, ამ მატჩში სროლა წაუვიდა ჩენინგ ფრაის, რომელიც "კლივლენდმა" სეზონის მსვლელობისას აიყვანა.
ფრაიმ ცხრიდან შვიდი სამქულიანი ჩააგდო და 27 ქულით (კარიერის პირადი რეკორდი) ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.
ატლანტა-კლივლენდი 108:121
28:31, 35:24, 28:30, 17:36
ა: ჰორფორდი (24+3 დაფარება+3 პასი), ტიგი (19+14 პასი), კორვერი (18), მილსეპი (17+8 მოხსნა+4 პასი), ჰემფრიზი (9+2 დაფარება), შრიოდერი (8+4 პასი), სეფოლოშა (8), ბეიზმორი (3), ჰარდუეი (2).
კ: ფრაი (27+7 მოხსნა), ჯეიმსი (24+13 მოხსნა+8 პასი), ირვინგი (24+3 პასი+3 ჩაჭრა), ლავი (21+15 მოხსნა+3 პასი), ტომპსონი (7+13 მოხსნა), სმიტი (6+3 პასი), შამპერტი (5+4 პასი), ჯეფერსონი (4), დელავედოვა (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (48.8/49.4), სამქულიანები (47.1/53.8), საჯარიმოები (83.3/59.3).
სერია: 3-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"