რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა მოხსნამ გადაწყვიტა მატჩის ბედი. "სან ანტონიო" 96:94-ს იგებდა, როცა საფინალო სირენამდე 23 წამით ადრე, ლამარკუს ოლდრიჯი (თამაშიდან - 11/44) არაზუსტი აღმოჩნდა, მაგრამ ფარიდან ასხლეტილი ბურთი კავაი ლეონარდმა დაიჭირა და ტონი პარკერს გადააწოდა, რომელზეც მასპინძლებმა წესი დაარღვიეს და ფრანგმა ორივე საჯარიმო ჩააგდო.
ლეონარდმა და რასელ უესტბრუკმა ამ მატჩში
ოკლაჰომა-სან ანტონიო 96:100
20:27, 22:20, 27:25, 27:28
ო: უესტბრუკი (31+9 მოხსნა+8 პასი), დურანტი (26+5 მოხსნა+3 პასი), იბაკა (15+5 მოხსნა), კანტერი (8+5 მოხსნა), უეიტერსი (6), რობერსონი (4+2 დაფარება), პეინი (4), ადამსი (2+11 მოხსნა).
ს-ა: ლეონარდი (31+11 მოხსნა+3 პასი), ოლდრიჯი (24+8 მოხსნა), პარკერი (19+8 მოხსნა+5 პასი), გრინი (8), უესტი (7), ჯინობილი (5+3 პასი), მილზი (3), დანკანი (2), დიაო (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (42/43.4), სამქულიანები (34.5/52.6), საჯარიმოები (90/70.6).
სერია: 1-2
* * *
ჯერჯერობით ვერ ახერხებს მოედანზე დაბრუნებას სტივენ კარი. "გოლდენ სტეიტმა" ლიდერის გარეშე შეძლო საკუთარ მოედანზე პირველი ორი მატჩის მოგება, მაგრამ გუშინ, მესამე შეხვედრაში "პორტლენდს" სერიაში ანგარიშის გაქვითვის საშუალება მისცეს.
პირველ მეოთხედში ინიციატივა სტუმრებს ჰქონდათ, რაც კლეი ტომპსონის 18 ქულის დამსახურებაა. მაგრამ, მეორე მეოთხედიდან მოყოლებული, თამაშის სადავეები "პორტლენდის" ლიდერმა დამიენ ლილარდმა აიღო. მან მატჩში 13-დან რვა სამქულიანი გამოიყენა, რისი წყალობითაც 40 ქულა დააგროვა. ეს არის მცველის შედეგიანობის პირადი რეკორდი პლეი ოფში.
გარდა ამისა, ლილარდმა გაიმეორა ექს-პორტლენდელის არვიდას საბონისის რეკორდი - ზედიზედ ოთხ მატჩში დააგროვა მინიმუმ 25 ქულა, ასევე მიბაძა კლუბის ლეგენდას კლაიდ დრექსლერს "40+10" ორმაგი დუბლით.
სწორედ ზუსტი სამქულიანების წყალობით, "პორტლენდმა" მოიპოვა კომფორტული უპირატესობა და შეხვედრის მიწურულს, პრობლემები აიცილა თავიდან. მასპინძლებმა 30-დან 17 შორეული ტყორცნა მოახვედრეს მიზანში, მეტოქის ანალოგიური მაჩვენებელი კი 29 და 14 იყო.
რაც შეეხება სტეფ კარის, ის თითქმის მზად არის მოედანზე დასაბრუნებლად. მცველი მატჩის წინ, მოთელვაზე გამოჩნდა და ორი ორზე იმპროვიზებულ თამაშში მიიღო მონაწილეობა. "უბრალოდ, სტივენს ვარჯიშის საშუალება მივეცით. ხვალ დავაკვირდებით, როგორ იგრძნობს თავს უფრო კონტაქტური ვარჯიშის დროს. ის ძალიან ახლოს არის ოპტიმალურ მდგომარეობასთან, მაგრამ უნდა მოვიცადოთ", - განაცხადა "გოლდენ სტეიტის" დამრიგებელმა სტივ კერმა.
პორტლენდი-გ. სტეიტი 120:108
22:28, 36:18, 35:34, 27:28
პ: ლილარდი (40+10 პასი+5 მოხსნა), ამინუ (23+10 მოხსნა), მაკალუმი (22+5 მოხსნა+4 პასი), კრები (10), დევისი (8+10 მოხსნა+2 დაფარება), ჰენდერსონი (8), პლამლი (5+7 მოხსნა), ჰარკლესი (3), რობერტსი (1).
გ-ს: გრინი (37+9 მოხსნა+8 პასი), ტომპსონი (35), ბარბოზა (10+5 მოხსნა), ბარნსი (7+6 მოხსნა), ბოგუტი (6+8 მოხსნა+3 დაფარება), კლარკი (6), ლივინგსტონი (5+10 პასი), იგუოდალა (1+4 პასი), ეზელი (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (46.5/47.7), სამქულიანები (56.7/48.3), საჯარიმოები (79.3/58.8).
სერია: 1-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"