NBA. პლეი ოფი: "გოლდენ სტეიტს" "ოკლაჰომა" ერგო

AutoSharing Option
"სან ანტონიომ" თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო რეგულარული ჩემპიონატი ჩაატარა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "გოლდენ სტეიტის" მთავარ კონკურენტად მიიჩნეოდა. მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდნენ "ოკლაჰომას" ლიდერები კევინ დურანტი და რასელ უესტბრუკი.

"თანდერმა" სერიის პირველი მატჩი 32 ქულით წააგო, სამი მატჩის შემდეგ 1:2-ს აგებდა, მაგრამ ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და სრულიად სამართლიანად გავიდა დასავლეთი კონფერენციის ფინალში.

შარშან, "სან ანტონიომ" მეშვიდე მატჩის ბოლო წამებზე შეწყვიტა ბრძოლა პლეი ოფში. ამჯერად, მსგავსი ინტრიგა არ ყოფილა. მეექვსე შეხვედრაში გრეგ პოპოვიჩის გუნდმა მტკივნეული მარცხი განიცადა. პირველი მეოთხედის ბოლოს 15:3 სპურტის
შემდეგ, "ოკლაჰომა" უკან მოუხედავად გაიქცა. ისევ ბრწყინავდა დურანტისა და უესტბრუკის წყვილი.

ამ კალათბურთელების დამსახურებაა გუნდური 113 ქულიდან 88. თან მათ პარტნიორებმაც აუბეს მხარი - სტივენ ადამსმა და სერჟ იბაკამ იზრუნეს იმაზე, რომ "ოკლაჰომამ" სერიაში მეხუთედ მოუგო ფარქვეშ ბრძოლა მეტოქეს. ანდრე რობერსონმა კი სამი სამქულიანი ჩააგდო, რითაც კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა. უკვე დიდი შესვენებისთვის ყველაფერი დასრულებული იყო, რადგან მასპინძლები 24 ქულით იგებდნენ.

და, რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ოკლაჰომელთა ბრწყინვალე მოქმედება დაცვაში, რაც ამ სერიის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. პირველ მეოთხედში მასპინძლებმა ერთი ქულაც არ ჩააგდებინეს "სპურსის" უკანა ხაზის მოთამაშეებს, პირველ ტაიმში კი სტუმრებს მხოლოდ 31 ქულა ჰქონდათ დაგროვებული.

ოკლაჰომა-სან ანტონიო 113:99
25:19, 30:12, 36:34, 22:34
ო: დურანტი (37+9 მოხსნა), უესტბრუკი (28+12 პასი), ადამსი (15+11 მოხსნა), რობერსონი (14+7 მოხსნა+2 დაფარება), იბაკა (8+10 მოხსნა+3 დაფარება), კანტერი (7+7 მოხსნა), უეიტერსი (2+4 პასი), ფოიე (2).
ს-ა: ლეონარდი (22+9 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), დანკანი (19+5 მოხსნა), ოლდრიჯი (18+14 მოხსნა), გრინი (9+3 ჩაჭრა), პარკერი (6+3 პასი), ანდერსონი (6), მილზი (5+3 პასი), ჯინობილი (5), უესტი (5), მილერი (2+4 პასი), მარიანოვიჩი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (47.1/43), სამქულიანები (27.3/35.3), საჯარიმოები (87.1/81.3).
სერია: 4-2

გ. სტეიტი-ოკლაჰომა
16 მაისი. გ. სტეიტი-ოკლაჰომა
18 მაისი. გ. სტეიტი-ოკლაჰომა
22 მაისი. ოკლაჰომა-გ. სტეიტი
24 მაისი. ოკლაჰომა-გ. სტეიტი
26 მაისი. გ. სტეიტი-ოკლაჰომა
28 მაისი. ოკლაჰომა-გ. სტეიტი
30 მაისი. გ. სტეიტი-ოკლაჰომა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული