NBA. პლეი ოფი. ბერდის იდეა: ოთხქულიანი ხაზი

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსის" პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა ლარი ბერდმა განაცხადა, რომ ლიგა უნდა დაფიქრდეს ოთხქულიანი ხაზის შემოღებაზე.

"თავდაპირველად, სამქულიანი ხაზის იდეა ჩვენც დიდად არ გვხიბლავდა. არავის უთქვამს: "ღმერთო, ეს სწორედ ის არის, რაც გვჭირდება". დრო იყო საჭირო. როცა ეს ხაზი შემოიღეს, რამდენიმე გუნდი თამაშში ხუთ სამქულიანს ისროდა და ეს დიდ რაოდენობად ითვლებოდა. გასაოცარია, მას შემდეგ როგორ შეიცვალა თამაში. 16-17 წლის წინათ, ვწუხდი იმის გამო, რომ პატარა ბიჭებისთვის NBA-ში ადგილი აღარ იყო და ითამაშებდნენ მხოლოდ მეჯიქ ჯონსონის მსგავსი დიდი მცველები. მაგრამ შემდეგ, მოთამაშეებმა დაიწყეს
უფრო ხშირად სამქულიანების სროლა, მოედნის მთელი სიგანის გამოყენება - და, ახლა, ყველას უნდა პატარა მცველები ჰყავდეს შემადგენლობაში. ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ ჩემი ეპოქა უდიადესი იყო, მაგრამ, ახლა, ამაში არ ვარ დარწმუნებული.

უნდა შემოიღონ ოთხქულიანი ხაზი, და მოთამაშეები შეეცდებიან იქიდან სროლას. როგორც კი ეს მოხდება, ტყორცნა გაუმჯობესდება. კიდევ ხუთი-ათი წლის შემდეგ, ყველა ეცდება ოთქქულიანი სროლის შესრულებას. თამაში ევოლუციას განიცდის", - განაცხადა ბერდმა.

სამქულიანი ტყორცნის წესი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 1979-80 წლების სეზონში შემოიღეს.

აღმოსავლეთი
კლივლენდი-ტორონტო 108:89
30:28, 32:20, 24:21, 22:20
კ: ირვინგი (26+3 პასი), ჯეიმსი (23+11 პასი+11 პასი+3 ჩაჭრა), ლავი (19+5 მოხსნა+3 პასი), სმიტი (12), ფრაი (10), ტომპსონი (9+12 მოხსნა), შამპერტი (3), ჯეფერსონი (2), ჯონსი (2), მოზგოვი (2), დელავედოვა (0+3 პასი).
ტ: დეროზანი (22+5 მოხსნა), ჯოზეფი (11+5 მოხსნა+3 პასი), ჯონსონი (11), როსი (11), ლოური (10+6 მოხსნა+3 პასი), კეროლი (7+5 მოხსნა), პატერსონი (6+4 პასი), სკოლა (6), ბიიომბო (3+5 მოხსნა+2 დაფარება), პაუელი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (50/40.2), სამქულიანები (33.3/27.3), საჯარიმოები (67.6/77.8).

ტორონტო-კლივლენდი 99:84
27:24, 33:23, 20:23, 19:14
ტ: დეროზანი (32+5 მოხსნა+4 პასი), ლოური (20+6 მოხსნა+3 პასი), ჯოზეფი (14+5 მოხსნა+3 პასი), პატერსონი (10+6 მოხსნა), კეროლი (10), ბიიომბო (7+26 მოხსნა+4 დაფარება), ჯონსონი (3), როსი (3).
კ: ჯეიმსი (24+8 მოხსნა+5 პასი), სმიტი (22+5 მოხსნა), ირვინგი (13), ფრაი (11+3 ჩაჭრა), ჯეფერსონი (5), ლავი (3), უილიამსი (3), შამპერტი (3), ტომპსონი (0+8 მოხსნა+2 დაფარება), დელავედოვა (0+3 პასი).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (45.8/35.4), სამქულიანები (38.7/34.1), საჯარიმოები (84.6/87.5).
სერია: 1-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული