დურანტი-ვესტბრუკის 63 ქულა და "ოკლაჰომას" გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მაისს NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური დაპირისპირების მესამე მატჩი გაიმართა.

"ოკლაჰომამ" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა და ანგარიშით 133:105 გაანადგურა. ამ გამარჯვების შემდეგ ოკლაჰომელები სერიაში დაწინაურდნენ - 2:1.

შეხვედრაში ორმაგი დუბლებით გამოირჩნენ მასპინძელთა გუნდის წევრები - რასელ ვესტბრუკი და ენეს კანტერი. ვესტბრუკმა 30 ქულა, 12 პასი და 8 მოხსნა მოაგროვა, ხოლო კანტერმა 10 ქულას 12 მოხსნა მიამატა.

ყველაზე მეტი 33 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო, რასაც 8 მოხსნა და 2 პასი დაუმატა. "გოლდენ სტეიტიდან" ყველაზე მეტი 24 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო.

გუნდებს შორის
პლეი ოფის მორიგი მატჩი კვლავ ოკლაჰომაში 25 მაისს, გამთენიისას გაიმართება.

ოკლაჰომა-გოლდენ სტეიტი 133:105
(34:28, 38:19, 45:33, 16:25 )
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული