14:20 24-05-2016
ლოური-დეროზანის 67 ქულა და გამარჯვება "კლივლენდთან" [VIDEO]
AutoSharing Option
"ტორონტომ" "კლივლენდს" უმასპინძლა და ანგარიშით 105:99 დაამარცხა. ტორონტოელების ამ გამარჯვების შემდეგ სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 2:2.
მატჩში ყველაზე მეტი, 35 ქულა მასპინძელი გუნდის გამთამაშებელმა კაილ ლოურიმ ჩააგდო, რასაც 5-5 მოხსნა და პასი მიამატა. თანაგუნდელზე 3 ქულით ნაკლები ჩააგდო დემარ დეროზანმა და ასევე, აქტივში 3-3 მოხსნა და პასი ჩაიწერა.
აღსანიშნავია ტორონტოელი ბისმაკ ბიომბოს მაჩვენებელი, რომელმაც 5 ქულას შეხვედრაში ყველაზე მეტი, 14 მოხსნა მიამატა.
"კლივლენდიდან" ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა, რომელმაც 29 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ხოლო კაირი ირვინგმა 26 ქულა, 6 პასი და 3 მოხსნა მოაგროვა.
პლეი ოფის მორიგი, მე-5 შეხვედრა კლივლენდში 26 მაისს, გამთენიისას გაიმართება.
ტორონტო-კლივლენდი 105:99
(27:24, 30:17, 21:28, 27:30)
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული