რასელ ვესტბრუკის სამმაგი დუბლი და გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 მაისს NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური დაპირისპირების მეოთხე მატჩი გაიმართა.

"ოკლაჰომამ" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა და ანგარიშით 118:94 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ "ოკლაჰომა" სერიაში ანგარიშით 3:1 დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ "ოკლაჰომას" გამთამაშებელმა რასელ ვესტბრუკმა სამმაგი დუბლის გაფორმება შეძლო. ვესტბრუკმა ყველაზე მეტი, 36 ქულა მოაგროვა, რასაც 11-11 მოხსნა და პასი მიამატა, თუმცა ბურთი 6-ჯერ დაკარგა.

ქულების რაოდენობით, ვესტბრუკის შემდეგ ყველაზე მეტი, 26 ქულა კევინ დურანტმა მოაგროვა, რომელსაც 11 მოხსნა და 4 პასი დაუმატა.

ორმაგი დუბლის გაფორმება შეძლო ასევე ოკლაჰომელმა ანდრე რობერსონმა, რომელმაც 17
ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

"გოლდენ სტეიტიდან" ყველაზე მეტად კლეი ტომპსონი და სტეფ კარი გამოირჩნენ. დურანტის მსგავსად, ტომპსონმაც 26 ქულა დააგროვა, რასაც 5 მოხსნა და 1 პასი მიამატა, ხოლო კარიმ - 19 ქულა, 5-5 მოხსნა და პასი; ამასთან ერთად, მან ბურთი 6-ჯერ დაკარგა.

პლეი ოფის მომდევნო, მეხუთე შეხვედრაში "გოლდენ სტეიტი" საკუთარ მოედანზე 27 მაისს "ოკლაჰომას" უმასპინძლებს.

ოკლაჰომა-გოლდენ სტეიტი 118:94
(30:26, 42:27, 22:29, 24:12)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული