14:50 29-05-2016
ტომპსონის 41 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება! [VIDEO]
AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "ოკლაჰომას" ანგარიშით 108:101 სძლია და სერიაში ანგარიში გაათანბრა - 3:3.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 41 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო, რომელმაც საკუთარ მონაგარს 4 მოხსნა მიამატა. სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა სტეფ კარის, რომელმაც 29 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი დააგროვა. ორმაგი დუბლის გაფორმება შეძლო დრეიმონდ გრინმა, რომელმაც 14 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.
მასპინძელთაგან 29 ქულით, 7 მოხსნით და 3 პასით კევინ დურანტი გამოირჩა, რასელ ვესტბრუკმა კი 28 ქულა, 11 პასი და 9 მოხსნა მიითვალა, თუმცა ბურთი 5-ჯერ დაკარგა.
31 მაისს პლეი ოფის ბოლო მე-7 შეხვედრაში "გოლდენ სტეიტი" "ოკლაჰომას" უმასპინძლებს.
ოკლაჰომა-გოლდენ სტეიტი 101:108
(23:20, 30:28, 30:27, 18:33)
- "კლივლენდმა" "ტორონტოს" მოუგო და NBA-ს პლეი ოფის პირველი ფინალისტია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული