ტომპსონის 41 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მაისს გამთენიისას NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური დაპირისპირების მე-6 მატჩი გაიმართა.

"გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "ოკლაჰომას" ანგარიშით 108:101 სძლია და სერიაში ანგარიში გაათანბრა - 3:3.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 41 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო, რომელმაც საკუთარ მონაგარს 4 მოხსნა მიამატა. სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა სტეფ კარის, რომელმაც 29 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი დააგროვა. ორმაგი დუბლის გაფორმება შეძლო დრეიმონდ გრინმა, რომელმაც 14 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

მასპინძელთაგან 29 ქულით, 7 მოხსნით და 3 პასით კევინ დურანტი გამოირჩა, რასელ ვესტბრუკმა
კი 28 ქულა, 11 პასი და 9 მოხსნა მიითვალა, თუმცა ბურთი 5-ჯერ დაკარგა.

31 მაისს პლეი ოფის ბოლო მე-7 შეხვედრაში "გოლდენ სტეიტი" "ოკლაჰომას" უმასპინძლებს.

ოკლაჰომა-გოლდენ სტეიტი 101:108
(23:20, 30:28, 30:27, 18:33)

- "კლივლენდმა" "ტორონტოს" მოუგო და NBA-ს პლეი ოფის პირველი ფინალისტია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული