NBA-ს მეორე ფინალისტის ვინაობა ცნობილია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 მაისს, გამთენიისას, NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური დაპირისპირების ბოლო, მე-7 მატჩი გაიმართა.

"გოლდენ სტეიტმა" "ოკლაჰომას" უმასპინძლა და ანგარიშით 96:88 დაამარცხა. ამ მატჩით მასპინძლებმა სერიაში საბოლოოდ 4:3 მოიგეს და ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდს" შეხვდებიან.

რაც შეეხება შეხვედრას, "გოლდენ სტეიტს" სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც ყველაზე მეტი, 36 ქულა მოაგროვა, რასაც 8 პასი და 5 მოხსნა მიამატა. კლეი ტომპსონმა საკუთარ გუნდს 21 ქულა და 5 მოხსნა შესძინა.

ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი ოკლაჰომელი რასელ ვესტბრუკი გახ
და, რომელმაც 19 ქულა, 13 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა. კევინ დურანტის ანგარიშზე კი 27 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასია.

NBA-ს ფინალური სერია 3 ივნისს, გამთენიისას დაიწყება. "გოლდენ სტეიტი" "კლივლენს" უმასპინძლებს.

გოლდენ სტეიტი-ოკლაჰომა 96:88
(19:24, 23:24, 29:12, 25:28)
მკითხველის კომენტარები / 3 /
კლივლენდი მოიგებს სუპერფინალს გოლდენ სტეიტთან ანგარიშით 4:1,კალათბურთის მეფე ლებრონ ჯეიმსი გახდება სუპერფინალის MVP.ასეა ეს.
data tutasxia.
11:44 31-05-2016
0
ლებრონს ჩაახტება 4-2 კარი-კლეი როგორც შარშან ;)
stef curry
13:26 31-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული