ლივინგსტონის 20 ქულა და "გოლდენ სტეიტი" ფინალურ სერიას მოგებით ხსნის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ივნისს, გამთენიისას, NBA-ს ფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა.

"გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდს" უმასპინძლა და ანგარიშით 104:89 დაამარცხა.

აღსანიშნავია "გოლდენ სტეიტის" სარეზერვო მოთამაშეების თამაში. მასპინძელთა გუნდიდან ყველაზე მეტი, 20 ქულა შონ ლივინგსტონმა მოაგროვა, რომელსაც 4 მოხსნა და 3 ქულა მიამატა.

მატჩში 4 ორმაგი დუბლი დაფიქსირდა. აქედან 3 "კლივლენს" ეკუთვნის - ლებრონ ჯეიმსი (23 ქულა, 12 მოხსნა, 9 პასი), კევინ ლავი (17, 13, 2) და ტრისტან ტომპსონი (10, 12).

"გოლდენ სტეიტში" ერთადერთი ორმაგი დუბლი დრეიმონდ გრინმა მითვალა - 16 ქულა, 11 მოხსნა
და 7 პასი.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა კაირი ირვინგმა მოაგროვა, რომელმაც საკუთარ მონაგარს 4 პასი და 3 მოხსნა მიამატა.

სტეფ კარიმ კი "გოლდენ სტეიტს" 11 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი შემატა.

ფინალური სერიის მეორე მატჩში მასპინძელი კვლავ "გოლდენ სტეიტი" იქნება. შეხვედრა 6 ივნისს გაიმართება.

გოლდენ სტეიტი-კლივლენდი 104:89
(28:24, 24:19, 22:25, 30:21)
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარი რომ 11 ქულას ჩააგდებს მხოლოდ და ასეთ გოლდენთან წააგებ,რისი იმედი უნდა გქონდეს?!
ჩაიხდიან წელსაც ალბათ ცხენოსნები!
გაგა
11:54 03-06-2016
0
"ჩაიხდიან ალბათ ცხენოსნები"-არ ვარგა! ფინალში გასულ გუნდი და ლებრონ ჯეიმსი, რომც და თუ წააგებს, "ჩახდა" უწოდო-?!
გაგა-ს
13:29 03-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული