"ეს რთული გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით ჩემი კარიერის იმ დიადი მომენტების შემდეგ, რომელიც ნაკრებთან ერთად მქონდა 2010 და 2012 წლებში. მაგრამ ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ წელს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მივიღებ. მოუთმენლად ველოდები ახალ შესაძლებლობას ვითამაშო აშშ-ის ეროვნულ გუნდში", - თქვა უესტბრუკმა.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, "დრიმ თიმში" თამაშზე უარი თქვეს -
იმათგან, ვინ დაადასტურა რიოში გამგზავრება, არიან დრეიმონდ გრინი, დემარკუს კაზინსი და კევინ დურანტი.
P. S. გუშინ, კიდევ ერთმა ვარსკვლავმა თქვა უარი რიოზე. ეს არის "ჰიუსტონის" მცველი ჯეიმს ჰარდენი. მიზეზი, შესაძლოა, ის იყოს, რომ ჰარდენს სურს, რაც შეიძლება სწრაფად გაეცნოს "ჰიუსტონის" მთავარი მწვრთნელის მაიკ დ'ენტონის ტაქტიკას.
* * *
ოლიმპიადის საკვალიფიკაცო ტურნირის წინ, კანადის ნაკრებმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორი მოთამაშე დაკარგა. კერძოდ, ნიკ სტაუსკასმა ("ფილადელფია") და ენდრიუ უიგინსმა ("მინესოტა") განაცხადეს, რომ ვერ შეძლებენ ეროვნული ნაკრების დახმარებას.სტაუსკასს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, უიგინსს კი სურს, უკეთ მოემზადოს 2016-17 წლების სეზონისთვის. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, კანადამ დაკარგა NBA-ის კიდევ ერთი მოთამაშე კელი ოლინიკი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს და ჯერ ვარჯიშებიც არ დაუწყია.
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე კანადა საფრანგეთის, თურქეთის, სენეგალის, ახალი ზელანდიისა და ფილიპინების ნაკრებს შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"