დემარ დეროზანი თავისუფალია

AutoSharing Option
"ტორონტო რეპტორზის" ლიდერმა დემარ დეროზანმა ოფიციალურად თქვა უარი კანადურ კლუბთან მიმდინარე კონტრაქტის ბოლო წელზე და პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება. ამის შესახებ ESPN-მა დაწერა კლუბთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

2015-16 წლების სეზონში დეროზანმა 9.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ ზაფხულს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სახელფასო ბიუჯეტის ზედა ზღვარის 92 მილიონამდე გაზრდა იგეგმება, ასე რომ, დეროზანის წლიური ხელფასი 2016-17 წლების სეზონში, დაახლოებით 26 მილიონ დოლარს გაუტოლდება.

დღეისთვის, დეროზანზე მოთხოვნა ძალიან დიდია. მისი გადაბირება NBA-ის ბევრ გრანდს სურს. უკვე დიდი ხანია, ამ მცველის ხელში ჩაგდებაზე
ყველაზე რეალურ პრეტენდენტად "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" სახელდება.

გასულ რეგულარულ სეზონში 26 წლის კალათბურთელმა საშუალოდ 23.5 ქულა, 4.5 მოხსნა და 4.0 შედეგიანი პასი დააგროვა.

* * *
"ჩიკაგო ბულზის" ხელმძღვანელობა მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს. ბოლო დღეებში გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ "ხარები" მოლაპარაკებებს აწარმოებენ "მინესოტასთან". ამ უკანასკნელს ჯიმი ბატლერის ხელში ჩაგდება სურს.

"ჩიკაგომ" "მგლებს" საკუთარი პირობა წაუყენა - ეს კლუბი ბატლერს იმ შემთხვევაში გაუშვებს "მინესოტაში", თუ სანაცვლოდ ფორვარდ ენდრიუ უიგინსს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ "მინესოტას" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა ტომ ტიბოდო, რომელსაც ისევ სურს ბატლერთან თანამშრომლობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული