ამერიკელი კალათბურთელები შეცდომით ბორდელში აღმოჩნდნენ
AutoSharing Option
ამერიკის საკალათბურთო ნაკრების წევრები - დეანდრე ჯორდანი, დემარკუს კაზინსი და დემარ დეროზანი რიო-დე-ჟანეიროში სასეირნოდ გავიდნენ და გზად გადაეყარნენ შენობას, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა - Rolling Stone.
როგორც წესი, ასეთი დასახელების დაწესებულებები მამაკაცთა სპა-სალონს წარმოადგენს.
როგორც TMZ წერს, კალათბურთელებმა მაშინვე დატოვეს შენობა, როგორც კი მიხვდნენ, რომ ბორდელში ამოჰყვეს თავი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"