სერიაში ანგარიში გათანაბრდა - ლებრონმა 41 ქულა ჩააგდო, სტეპ კარი "აიჭრა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 17 ივნისს, გამთენიისას, NBA-ს ფინალური სერიის მეექვსე მატჩი გაიმართა, რომელშიც "კლივლენდ კავალიერზმა" საკუთარ არენაზე "გოლდენ სტეიტ უორიორზს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 115:101 (31:11, 28:32, 21:28, 35:30) დაამარცხა, რითაც სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 3:3.

ამრიგად, NBA-ს სეზონის ჩემპიონის ვინაობა სერიის ბოლო, მეშვიდე შეხვედრაში უნდა გაირკვეს, რომელიც ოკლენდში 20 ივნისს გაიმართება.

რაც შეეხება ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო დაპირისპირებას, "კლივლენდის" გამარჯვებაში ლომის წილი ლებრონ ჯეიმსმა დაიდო, რომელმაც 41 ქულა, 8 მოხსნა და 11 პასი მიითვალა.

30 ქულა მოაგროვა "გოლდენ სტეიტის"
ლიდერმა სტეფან კარიმ, რომელმაც თამაში ვერ ჩაამთავრა. არბიტრმა ის მოედნიდან ემოციების შეუკავებლობის გამო გააძევა - მეექვსე "პერსონალურის" მიღების შემდეგ სეზონის MVP-მა პირიდან კაპი გამოიღო და Quicken Loans Arena-ს ტრიბუნებისკენ მოისროლა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჭრას, ტელევიზია, ბილეთები, ტეკლამები და ასე შ....ადებილებენ ხალხს თავის ჭკუით...
მ 7 თამაშს გოლდენ სტეიტი მოიგებს მაინც...
0
ასეთი უსამართლო მსაჯობა საქრთველოს ჩემპიონატშიც არ ხდება, ამერიკელებმა და ნბა-ს მესვეურებმა ოხონდ ფული იშოვონ, სერია 7 მატჩამდე რომ ასულიყო რა არ მოიფიქრეს, ჯერ გრინს რა მოუფიქრეს და გუშინ კიდევ კარის,იმედია ბოლო თამაშს გოლდენ სტეიტი მოიგებს.
ჯეკო
14:37 17-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული