კლეის ძმის შანსი

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორზის" მცველის კლეი ტომპსონის უფროსი ძმა - მაიკლ ტომპსონი გასინჯვაზე მიიწვიეს "საკრამენტო კინგზმა". ეს კალათბურთელი შემტევი მცველის პოზიციაზე თამაშობს.

უფროსმა ტომპსონმა საკუთარი კანდიდატურა 2011 წლის დრაფტზე დააყენა, მაგრამ არც ერთმა კლუბმა არ აიყვანა, რის შემდეგაც მაიკლი D-ლიგაში წავიდა, ამა წლის იანვარში კი "კლივლენდ კავალიერზთან" გააფორმა კონტრაქტი, რომელშიც მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.

D-ლიგაში მაიკლ ტომპსონი "ერი ბეიჰოქსში", "სუ-ფოლს სკაიფორსსა" და "გოლდენ სტეიტის" ფარმ-კლუბში "სანტა კრუზ უორიორზში" თამაშობდა, რომელთან ერთადაც 2015 წლის ჩემპიონი გახდა.

გარდა ამისა, შარშანდელ სეზონში ტომპსონმა 14
მატჩი ჩაატარა იტალიურ კლუბ "ვარეზეში", რის შემდეგაც ისევ D-ლიგაში დაბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული