ჰილარი კლინტონმა ლებრონი ახსენა

AutoSharing Option
კლივლენდში წინასაარჩევნო გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ახსენა "კლივლენდ კავალიერზის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, რომლის საქველმოქმედო ფონდი გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარება.

"მოედნის მიღმა, ლებრონი თითოეულ ბავშვზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარზე", - განაცხადა კლინტონმა.

უფრო ადრე, თავად ლებრონმა საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ არჩევნებში ჰილარის დაუჭერს მხარს.

"მე მხარს ვუჭერ ჰილარი კლინტონს, რადგან ის გააგრძელებს ჩემი კარგი მეგობრის, პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაწყებულ საქმეს. მე მჯერა იმის, რაც ობამამ ამერიკისთვის გააკეთა. დღეს ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც ესმის ჩვენი საზოგადოების", - თქვა ასოციაციის უპირველესმა ვარსკვლავმა.

იგივე
მოსაზრება აქვს "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელს სტივენ კარის: "ჰილარი თუ ტრამპი! რა თქმა უნდა, ჰილარი!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული