NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დევისის კიდევ ერთი 40-ქულიანი

AutoSharing Option
გუშინ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ექვსი შეხვედრა გაიმართა. და თითოეულში გამარჯვება მოიპოვა იმ გუნდმა, რომელიც გათამაშების ცხრილში თავის მეტოქეზე ქვემოთ იყო.

ასეთი რამ ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოხდა, პირველი შემთხვევა კი 1969 წლით ფიქსირდება.

* * *
"ბრუკლინის" მოთამაშემ შონ კილპატრიკმა 38 ქულა დააგროვა "კლიპერსთან" გუშინდელ შეხვედრაში, რაც მის კარიერაში შედეგიანობის პირადი რეკორდია. გარდა ამისა, მეოთხე მეოთხედში მან 20 ქულა მიითვალა, რითაც "ნეტსის" პირველი მოთამაშე გახდა დევინ ჰარისის შემდეგ (2008-09), ვინც ერთი მეოთხედში მინიმუმ 20 ქულა აიღო.

* * *
"ორლანდომ" 12
ქულის სხვაობით დაამარცხა "სან ანტონიო". აქამდე, "მეჯიქს" არასოდეს მოუგია "სპურსისთვის" ასეთი სხვაობით.

* * *
"მილუოკის" ლიდერმა იანის ანტენტოკუნმპომ ისევ უფრო მეტი ქულა დააგროვა კლივლენდელ ლებრონ ჯეიმსთან უშუალო დაპირისპირებაში. გუშინ, ბერძენის ანგარიშზე 34 ქულა იყო, ჯეიმსმა კი მხოლოდ 22 ქულა აიღო.

"მილუოკისა" და "კლივლენდის" ბოლო ოთხი მატჩიდან ეს იყო მესამე შეხვედრა, როცა ანტენტოკუნმპომ ლებრონზე მეტი ქულა მოიპოვა.

* * *
"მილუოკიმ" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა "კლივლენდი" - 118:101. ეს იყო "კავალიერზის" მესამე წაგება სეზონში. წინა ორ მატჩში, ლებრონ ჯეიმსის გუნდი ჯამში მხოლოდ 14 ქულით დამარცხდა.

* * *
"ნიუ ორლეანის" ფორვარდმა ენტონი დევისმა უკვე მესამე მატჩი ჩაატარა სეზონში, რომელშიც მინიმუმ 40 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. ლიგაში სხვა არც ერთ მოთამაშეს არ ჩაუტარებია მატჩი ასეთი სტატისტიკით.

შარლოტი-დეტროიტი 89:112
25:33, 29:24, 20:27, 15:28
შ: უოკერი (23), ბელინელი (11), კიდ-გილკრისტი (10), ბატუმი (8+11 მოხსნა), ზელერი (8+10 მოხსნა).
დ: ჰარისი (24+7 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (18+7 მოხსნა+7 პასი), მორისი (18), სმიტი (13), ლოუერი (12+7 მოხსნა).

ბრუკლინი-კლიპერსი 127:122 (ო)
24:28, 29:37, 20:21, 34:21, 20:15
ბ: კილპატრიკი (38+14 მოხსნა), ლოპესი (27+8 მოხსნა), ბუკერი (15+11 მოხსნა), ჰარისი (15), ბოგდანოვიჩი (14).
კ: პოლი (26+10 მოხსნა+13 პასი), ჯორდანი (21+23 მოხსნა), რედიკი (18), რივერსი (15), კროუფორდი (11).

მილუოკი-კლივლენდი 118:101
30:32, 28:22, 34:20, 26:27
მ: ანტენტოკუნმპო (34+12 მოხსნა+5 ჩაჭრა), პარკერი (18), ბიზლი (17), მონრო (14), ბროგდონი (10).
კ: ჯეიმსი (22), ირვინგი (20), ლავი (13+13 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-ლეიკერსი 105:88
33:22, 32:19, 24:22, 16:25
ნ-ო: დევისი (41+16 მოხსნა), ჰოლიდეი (22), აშიქი (10+11 მოხსნა).
ლ: უილიამსი (16), რენდლი (12+10 მოხსნა), მოზგოვი (10+9 მოხსნა).

სან ანტონიო-ორლანდო 83:95
20:16, 23:29, 21:30, 19:20
ს-ა: ლენარდი (21), ოლდრიჯი (16), ჯინობილი (13).
ო: იბაკა (18+7 მოხსნა), ფურნიე (13+7 პასი), ვუჩევიჩი (12+10 მოხსნა), გორდონი (11), პეიტონი (10).

იუტა-ჰიუსტონი 120:101
38:29, 24:21, 23:23, 35:28
ი: ჰეივორდი (31+8 პასი), ჰუდი (19), გობერი (16+14 მოხსნა), ლაილსი (13), ჯონსონი (11).
ჰ: ჰარდენი (26+7 პასი), გორდონი (24), ანდერსონი (11), დეკერი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული