NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ჰარდენის საკლუბო რეკორდი

AutoSharing Option
გუშინ, "სან ანტონიომ" საკუთარ მოედანზე მიიღო "ბოსტონი" და მოიგო - 108:101.

"სელტიქსის" მთავარ მწვრთნელს ბრედ სტივენსს "სპურსის" წინააღმდეგ რვიდან რვა წაგება აქვს. 1992 წლიდან მოყოლებული, "ბოსტონმა" 47-დან მხოლოდ ცხრაჯერ მოუგო "სან ანტონიოს". და კიდევ, "სპურსი" ერთადერთი გუნდია ლიგაში, რომელსაც დადებითი ბალანსი აქვს "სელტიქსის" წინააღმდეგ.

* * *
"ჰიუსტონის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა სამმაგი დუბლი შეასრულა "საკრამენტოს" წინააღმდეგ - 15 ქულა, 11 მოხსნა და 14 შედეგიანი პასი.

ჰარდენმა მე-14 სამმაგი დუბლი მიითვალა "ჰიუსტონის" მაისურით. ამით მან გაიმეორა საკლუბო რეკორდი, რომელიც ლეგენდარულ ცენტრს
ჰაკიმ ოლაჟუონს ეკუთვნოდა.

* * *
"ინდიანასთან" მატჩში "მაიამის" ცენტრმა ჰასან უაიტსაიდმა ფენომენალური პირველი ტაიმი ჩაატარა, როცა 20 ქულისა და 14 მოხსნა დაგროვება მოასწრო. ის გახდა "ჰიტის" პირველი მოთამაშე შაკილ ო'ნილის შემდეგ, ვინც მატჩის ერთ ნახევარში მინიმუმ 20 ქულა და 10 მოხსნა აიღო.

* * *
გუშინ, "მემფისმა" NBA-ის მოქმედი ჩემპიონი "კლივლენდი" დაამარცხა - 93:85. რამდენიმე დღის წინ, ტენესელებმა შარშანდელ ფინალისტს "გოლდენ სტეიტსაც" მოუგეს.

ასე რომ, "მემფისი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში შარშანდელი სეზონის ფინალისტების დამარცხება შეძლო. თან, "კლივლენდმა" და "გოლდენ სტეიტმა" ამ მატჩებში შედეგიანობის პირადი ანტირეკორდები დაამყარეს.

ფილადელფია-ტორონტო 114:123
25:22, 29:38, 20:32, 40:31
ფ: კოვინგტონი (26+12 მოხსნა), ოკაფორი (17), როდრიგესი (16), ჰენდერსონი (16), ილიასოვა (12).
ტ: დეროზანი (31), ლაური (20+7 პასი), ვალანჩუნასი (17+10 მოხსნა), როსი (13), ჯოზეფი (13+7 პასი), კეროლი (10).

ვაშინგტონი-შარლოტი 109:106
26:30, 23:24, 38:23, 22:29
ვ: უოლი (25+10 პასი+7 ჩაჭრა), ბილი (20+9 პასი), გორტატი (16+12 მოხსნა), უბრე (15), სმიტი (12), პორტერი (10).
შ: ბატუმი (20+8 პასი), ზელერი (18), უოკერი (17+9 პასი), ბელინელი (16), კიდ-გილკრისტი (11), კამინსკი (10).

ორლანდო-კლიპერსი 108:113
25:30, 26:30, 36:27, 21:26
ო: გორდონი (33), ფურნიე (24+8 პასი), გრინი (19), ბიიომბო (9+12 მოხსნა).
კ: რივერსი (25), გრიფინი (23), ჯორდანი (22+12 მოხსნა), პოლი (16+10 პასი), რედიკი (10).

მაიამი-ინდიანა 95:89
20:21, 33:31, 25:27, 17:10
მ: უაიტსაიდი (26+22 მოხსნა), ჯონსონი (15+4 დაფარება), ჯ. ჯონსონი (14+6 პასი), დრაგიჩი (11+6 პასი), რიჩარდსონი (10).
ი: ჯორჯი (22), მაილზი (15), ტერნერი (11+5 დაფარება), ტიგი (10), სტაკი (10).

ბრუკლინი-ლეიკერსი 107:97
27:30, 25:13, 23:33, 32:21
ბ: ბოგდანოვიჩი (23), კილპატრიკი (22), ლოპესი (20), ჰარისი (11), ბუკერი (8+18 მოხსნა).
ლ: უილიამსი (16), იანგი (14), კლარკსონი (12), მოზგოვი (12+13 მოხსნა), რასელი (11), დენგი (11+8 მოხსნა), რენდლი (6+10 მოხსნა).

მემფისი-კლივლენდი 93:85
28:16, 19:20, 27:17, 19:32
მ: დენიელსი (20), მ. გასოლი (17+11 მოხსნა), ალენი (16+8 მოხსნა), დაგლასი (14).
კ: ჯონსი (15), ფელდერი (14), დანლივი (11), ლიგინსი (10), ტომპსონი (7+11 მოხსნა).

ჰიუსტონი-საკრამენტო 132:98
36:25, 28:18, 38:24, 30:31
ჰ: ანდერსონი (22), დეკერი (19), არიზა (17), ჰარდენი (15+11 მოხსნა+14 პასი), კაპელა (14), ბევერლი (10+7 პასი).
ს: ტემპლი (20), ტოლივერი (12+10 მოხსნა), კოული-სტაინი (11), კასპი (10), კუფოსი (10).

დალასი-დეტროიტი 85:95
20:17, 23:26, 21:17, 21:35
დალ: ბარნსი (19), უილიამსი (16).
დეტ: ჯექსონი (20+6 პასი), ლოუერი (19), მორისი (12), კოლდუელ-პოუპი (11), ჰარისი (10), ბეინსი (8+10 მოხსნა), დრამონდი (3+17 მოხსნა).

იუტა-ოკლაჰომა 109:89
26:21, 29:20, 25:27, 29:21
ი: ჰუდი (25), ჰეივორდი (17), გობერი (12+12 მოხსნა), მაკი (15), ინგლსი (11).
ო: უესტბრუკი (27), კანტერი (19), ადამსი (10).

სან ანტონიო-ბოსტონი 108:101
32:23, 24:24, 21:26, 31:28
ს-ა: ლენარდი (26+6 პასი), პ. გასოლი (17+12 მოხსნა+6 პასი), პაკერი (16+7 პასი), ჯინობილი (12), მილზი (10), დედმონი (10), ლი (8+10 მოხსნა).
ბ: ბრედლი (25+10 მოხსნა+6 პასი), კრაუდერი (15), ჰორფორდი (13), როზირი (12), სმარტი (11+6 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული