მოედნის მეორე მხარეს ენტონი დევისი იყო შეუჩერებელი. მან 34 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. ეს მისი მეცხრე მატჩია, როდესაც 30 ქულასა და 15 მოხსნაზე მეტი აქვს. ამ მაჩვენებლით იგი ლიგაში პირველია.
გობერმა სტოქტონსაც გაასწრო
"იუტამ" ბოლო წამებზე მინიმალური სხვაობით დათმო "საკრამენტოსთან"
მასპინძელთა ცენტრი რუდი გობერი კი გუნდის ისტორიაში შევიდა - 10+ მოხსნების სერია 15-მდე გაზარდა. აქამდე 10-ზე მეტი მოხსნა ზედიზედ 14 შეხვედრაში მარკ იტონს ჰქონდა (1985 წელს). გობერმა ჯონ სტოქტონიც უკან მოიტოვა: ზედიზედ 25 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც თამაშიდან ტყორცნების 50-ზე მეტ პროცენტს აგდებს. სტოქტონს ასეთი სერია 24-თამაშიანი ჰქონდა.
მარკიც გასოლობს
მარკ გასოლმა "დეტროიტთან" მატჩში 38 ქულა ჩააგდო და "მემფისს" სამმატჩიანი წაგებათა სერია შეაწყვეტინა. სხვათა შორის, მარკის პირადი რეკორდი სწორედ 38 ქულა იყო. ესპანელმა ცენტრმა 17-დან 14 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.
მგლების პირველი მიყოლებული
"მინესოტა ტიმბერვულვზმა" მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი. არადა, ბევრი ნამდვილად არ ელოდა, რომ "მგლები" სტუმრად "ატლანტას" აჯობებდნენ.
ჯორჯიელი ჰოვარდის არყოფნაში მინესოტელმა თაუნსმა 17-17 ქულა-მოხსნა მოაგროვა და - 92:84 სტუმართა სასარგებლოდ.
ბომბდამშენი რაკეტა
"ჰიუსტონ როკეტსმა" "ფინიქს სანსი" პერიმეტრიდან დაამარცხა - 18 სამქულიანი ჩაუგდო. ეს ამ სეზონში "რაკეტების" მე-16 მატჩია, რომელშიც 15-ზე მეტ სამქულიანს აგდებენ. ამ მაჩვენებლით ვერავინ შეედრებათ: მეორეა "კლივლენდი", რომელსაც 7 მატჩი აქვს 15 და მეტი სამქულიანით. ხოლო "გოლდენ სტეიტს" ასეთი 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ჩიკაგო უოლს შეასკდა
ცუდ დროს გადაეყარა "ჩიკაგო" "ვაშინგტონს". ბოლო დროს დედაქალაქელები კარგად ათამაშდნენ და "ხარების" ძლევის შემდეგ 8 მატჩიდან 6 მოგება აქვთ.
"ვაშინგტონის" გამარჯვება 23 ქულიანი ჯონ უოლის, 21 ქულიანი ბრედლი ჰილის დამსახურებაა, რომლებსაც დიდად დაეხმარა პოლონელი მარჩინ გორტატი - 14 ქულა, 11 მოხსნა.
კლივლენდის 24 საათი...
"კლივლენდ კავალიერსმა" 24 საათში მეორედ დაამარცხა "მილუოკი ბაქსი" ამჯერადაც გაუჭირდა, თუმცა ოვერტაიმი აღარ დასჭირვებია - 113:102.
ლებრონ ჯეიმსმა 29 ქულა ჩააგდო, ხოლო კაირი ირვინგი 31 ქულამდე ავიდა, რასაც 13 პასი მიამატა. სხვათა შორის, 13 პასი მისი კარიერის რეკორდია.
კლივლენდი-მილუოკი 113:102
31:22, 28:32, 33:23, 21:25
კ: ირვინგი (31 + 13 პასი), ჯეიმსი (29 + 9 მოხსნა + 6 პასი), ჯეფერსონი (10), ტომპსონი (5 + 15 მოხსნა + 4 დაფარება), შამპერტი (10), ფრაი (10)
მ: ადეტოკუმბო (28), პარკერი (27), ჰენსონი (4 + 8 მოხსნა), ბროგდონი (11 + 7 პასი), მონრო (8 + 7 მოხსნა)
ატლანტა-მინესოტა 84:92
26:28, 18:21, 25:18, 15:25
ა: შრიოდერი (21 + 7 პასი), მილსეპი (18 + 10 მოხსნა + 7 პასი), კორვერი (10 + 4 დაფარება), ბეიზმორი (9 + 4 დაფარება), მუსკალა (16)
მ: უიგინსი (19 + 7 მოხსნა), ლავინი (18), თაუნსი (17 + 18 მოხსნა ), ჯენგი (12 + 9 მოხსნა), რუბიო (10 + 8 პასი)
დეტროიტი-მემფისი 86:98
19:29, 25:24, 19:26, 23:19
დ: ჯექსონი (18 + 7 პასი), დრამონდი (13 + 19 მოხსნა), მორისი (12), ლუერი (18)
მ: გასოლი (38), გრინი (10 + 9 მოხსნა), ჰარისონი (9 + 6 პასი), (5)
ჩიკაგო-ვაშინგტონი 97:107
33:22, 23:33, 21:22, 20:30
ჩ: ბატლერი (20 + 11 მოხსნა), უეიდი (19), გიბსონი (17 + 11 მოხსნა), რონდო (3 + 10 პასი), მიროტიჩი (11), მაკდორმოტი (10)
ვ: უოლი (23 + 9 პასი), ბილი (21), გორტატი (14 + 11 მოხსნა), მორისი (8 + 11 მოხსნა), თორნტონი (10)
ნიუ ორლეანი-ოკლაჰომა 110:121
28:34, 30:29, 26:24, 26:34
ნ: დევისი (34 + 15 მოხსნა), ჰოლიდეი (23 + 10 პასი), ჯონსი (21), ფრეიზერი (10)
ო: ვესტბრუკი (42 + 10 მოხსნა + 7 პასი), ადამსი (12), რობერსონი (9 + 7 მოხსნა), არბინესი (18), კანტერი (14 + 14 მოხსნა), ლოვერნი (10)
იუტა-საკრამენტო 93:94
24:17, 24:21, 25:24, 20:32
ი: ჰეივორდი (28 + 10 მოხსნა), გობერი (17 + 14 მოხსნა), მაკი (13), ინგლსი (10), დიაო (4 + 8 პასი)
ს: კაზინსი (21 + 8 მოხსნა), ლოუსონი (19), ტემპლი (11), ტოლივერი (6 + 7 მოხსნა)
ფინიქსი-ჰიუსტონი 111:125
26:30, 29:31, 29:30, 27:34
ფ: ბუკერი (28 + 7 პასი), ბლედსოუ (16 + 6 პასი), თაკერი (10), უორენი (19), ნაითი (17)
ჰ: ჰარდენი (27 + 14 პასი), ბევერლი (18 + 9 მოხსნა + 9 პასი), ჰარელი (17), ანდერსონი (15), არიზა (10), გორდონი (24), ნენე (12)
პორტლენდი-დალასი 95:96
20:30, 18:32, 33:19, 24:15
პ: ლილარდი (29), მაკოლუმი (13), პლამლი (10 + 7 მოხსნა), ჰარკლესი (8 + 8 მოხსნა), კრები (14), ნაპიე (10), დევისი (6 + 10 მოხსნა).
დ: ბარნსი (28 + 7 მოხსნა), უილიამსი (23), მეტიუზი (16), კარი (12), პაუელი (9 + 8 მოხსნა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"