- კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში აშშ-მა იტალია 100:63 დაამარცხა.
ამერიკელებმა ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
აშშ ნახევარფინალში გერმანიასა და ლატვიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
24 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ამერიკელი მიკალ ბრიჯესი გახდა. მისი თანაგუნდელის, ტაირის ჰალიბარტონის ანგარიშზე 18 ქულაა. იტალიელთაგან ყველაზე მეტი, 18 ქულა სიმონე ფონტეკიომ ჩააგდო, რომელმაც 5 პერსონალური მიიღო და პარკეტი მეოთხე მეოთხედის დასაწყისში დატოვა.
ფინალი. აშშ-სერბეთი