U20. საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა, მაგრამ პლეი-ოფში გავიდა

AutoSharing Option
17 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ესტონეთთან 67:78 წააგო, თუმცა პლეი-ოფში გავიდა.

პირველი სამი მეოთხედი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, შემდეგ მეტოქემ პრესინგის ხარჯზე მოახერხა წინ გაჭრა (სამქულიანებიც წაუვიდათ) და გამარჯვების მოპოვება.

შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა აქამდე ჰოლანდია (85:73), სომხეთი (98:46), შვედეთი (73:64) და კოსოვო (86:52) დაამარცხა.

საბოლოოდ, ჩვენს ჯგუფში სამმა გუნდმა – ჰოლანდიამ, საქართველომ და ესტონეთმა 4 მოგების წილ 1 მარცხი დააგროვა და ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, პირველ ადგილზე ჰოლანდია გავიდა, მეორეზე - საქართველო, ხოლო მესამეზე – ესტონეთი. მეოთხედფინალში
ჰოლანდია და საქართველო გავიდნენ.

1/4-ფინალში მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი მასპინძელ პორტუგალიას ან ბელგიას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
გიორგის ვეთანხმები სავსებით კრიტიკულ შეფასებებში და ანალიზში. ნეტა, მწვრთნელებიდან თუ კითხულობენ ჩვენ მოსაზრებებს რათა გაითვალისწინონ ნაწილობრივ მაინც..... ჩვენ ხომ ჩვენი ბიჭებისადმი ზრუნვა და ქართული კალათბურთისადმი სიყვარული გვალაპარაკებს. ,,აღდგობა და ხვალაო''.... პორტუგალიასთან ამაღამ არის თამაში და ვნახოთ.... უფალი გფარავდეთ ბიჭებო....
გიორგი 48
19 ივლისი 2019 13:41
0
მეორე ტაიმმა სწორედ ეს აჩვენა რომ მარტო კარგი დაცვით ფონს ვერ გახვალ თუ თავდასხმა არა გაქვს დამუშავებული და ბოლოსკენ დაცვაც მოირღვა. 4 ნომერი ცხადია ძალაა გუნდისთვის, მაგრამ იმ პირობით რომ გუნდისთვის იბრძოლებს და არა 'იტასავებს' მოედანზე თავის გემოზე. თავი უკვე ვარკვლავი ჰგონია. არადა ძალაინ უსუსური იყო, თავდასხმელებს ან უგვიანებდა პასებს, ან პირდაპირ ხელში აძლევდა ან ბურთს კარგავდა. არც თვდასხმელები აკლებდნენ; უბრალოდ ბურთის ეშინოდათ, არ იცოდნენ რა უნდა ექნათ ბურთისთვის და ისევ უკან აჩეჩებდნენ ხელში. ვერც 3 ნომერმა ივარგა. ერთი 10 ნომერი ცდილობდა რაღაცას ფარქვეშ. არადა შვედებთან მართლა კარგი თამაში ჩავატარეთ. ეტყობა ფსიქოლოგიური პრობლემებიც იყო თანმაშის წინ. მოკლედ მწვრთნელის როლიც ამ ჩავარდნაში საგრძნობია. ესტონეთს უბრალოდ ნორმალური გუნდი ჰყავდა. თავის შანს თუ მიეცი ხელიდან რომ არ გაუშვებს. ისარგებლა კიდეც ჩვენი სისუსტეებით და ბოლოს ის სირენა რომ არ აყვვირებულიყო გამოგვაგდებდა, და მე მგონი დამსახურებულადაც. ამ თამაშის მიხედვით ა დივიზიონს ისინი უფრო იმსახურებდნენ ვიდრე ჩვენ. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია. იქნებ შემდეგ წელს გაითვალისწინონ წლევანდელის გამოცდილება.
გიორგი
18 ივლისი 2019 13:33
0
მართალს ბრძანებთ..ეს 4 ნომერი თითქოს ზალიან კარგი კალათბურთელია, მაგრამ მე მისი სიკარგე და გუნდისთვისთის თამაში და სარგებლიანობა ერთხელაც ვერ დავინახე..დავინახე თავის თავზე შეყვარებული ამპარტავანი, რომელიც ხშირად ხელს უშლის გუნდს სწორ მუშაობაში..ფეხბურთში რომ იტყვიან- სულ დაათრევს ბურტს ((
ყური მიგდე
18 ივლისი 2019 15:15
1
აქ ჟურნალისტები რომ წერდით საქართველომ ეს გააბითურა, ის გააბითურა, იმას არ ცნობს და ა.შ. ახლა რაღა, ესტონეთმა გაგვაბითურა და წამოგვიხია?! ასე რომ ცოტა ამბიციებს დაუკელით!
aburjga
18 ივლისი 2019 11:06
1
taoba modiso vigac cerda . ai zustad esaa arascori momzadeba bavshvobidan rom ar devs bolomde.brdzola,shroma.auvardat tavshi da miviget es
Rumba
18 ივლისი 2019 04:38
1
მეორეზე გავედით, როდესაც პირველი ადგილი ჩვენი უნდა ყოფიყო... როგორც ყოველთვის ქართული "ბლატაობის" ამბავი...ამ ასაკში თუ ვერ იჭერ სპორტსმენს, დიდებში როგორღა გააკონნტროლებ?! აუვრდათ თავში და წავაგეთ, დასვი რა სკამზე ასე უპასუხისმგებლოდ რომ იქცევა პარკეტზე...ვერა რა, ყველაფერში ნიჭი მოგვსდევს, მაგრამ მაგარი ხელი გვჭირდება! წარმატება პორტუგალიასთან!
პაატა
18 ივლისი 2019 04:15
0
ბიჭო დაიმახსოვრეთ რომ ჩრდილო-ევროპელებთან არ არი თქვენი საბლატაო რა ყოველთვის მაქსიმალურად უნდა იყოთ მაგათთან მობილიზებული. აი ეს ესტონეთები ლიტვა ლატვია ასე შემდეგ სულ სუსტი წერტილია სულ უხერხული მეტოქე თქვენთვის არასდროს არ არის ადვილი მაგათთან გაბლატავება. ძნელი წარმოსადგენია რომ ესტონეთმა მოგვიგოსო ეგრევე მივხვდი რომ რაღაცის თოხლებისკენ მიდიოდა საქმე ეს რომ დაწერეთ.
Zviadi
18 ივლისი 2019 03:40
0
პირველ რიგში სულით და გულით ვულოცავ ქართველებს მეოთხედფინალში გასვლას!
იმედი მაქვს, მწრთვნელები სწორ ანალიზს გააკეთებენ. ჩემი აზრით, რაც ესტონელებთან მეორე ტაიმი ვითამაშეთ, ასეთი კალათბურთით შანსი არ გვექნება მომავალში. კალათბურთი ეს გუნდური თამაშია. ჩვენი მე-4 ნომერი(გამთამაშებელი) კარგი ბიჭია, მაგრამ ფაქტიურად არასწორად თამაშობდა, ზედმეტად იღებდა თავის თავზე.... ბევრჯერ დაიკარგა უაზროდ ბურთი.... იმედი მაქვს, ვისაც ეს ევალება ყველაფერს სწორად დაგეგმავენ პორტუგალიასთან.... ღმერთი უშველოს ჩვენს ნაკრებს....
გიორგი
18 ივლისი 2019 01:34
0
რომა, არავინ აკნინებს 4(!) ნომერს, პირიქით. დიდი პოტენციალი რომ აქვს და კიდევ რომ გაიზარდოს, ამიტომ უნდა სწორად მითითება და სწავლა. და არა მარტო დღეს, არამედ ყოველდღიურად, სანამ კალათბურთს ითამაშებს.
alexandre
18 ივლისი 2019 11:08
0
ეგ 4 ნომერი რო არ გვყოლოდა დიდი ალბათობით ერთი მოგებით სომხებთან ჩავამთავრებდით ჯგუფურ ეტაპს...ჰაჰა კოსოვოსთანაც გვებრძოლა ტოლსწორად
Roma
18 ივლისი 2019 07:34
7
ამ გუნდს უნდა ა-დივიზიონში თამაში? დაეტიეთ ბიძიკო სადაც ხართ და ეთამაშეთ სომხებს ნორმალურ სტატისტიკას მაინც დადებთ
dato
18 ივლისი 2019 00:48
9
რომელი ადგილით გავიდა იქნებ მიგეწერათ.პროფესიონალები ხართ რა:)
გოგა
17 ივლისი 2019 23:27
9
ხომ წერია სტატიაში, რომ მოგვიანებით გაირკვევა , თუ რომელ ადგილზე გავედით!!! კიდევ თამაში იყო ჩვენი თამაშის შემდეგ!!!
დათო
18 ივლისი 2019 00:21
2
Ar yopila es gundi tyuilad shemomelandzgha zhurnalisti bodishi
კახა
17 ივლისი 2019 23:24
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული