როგორც ანგარიშებიდან ჩანს, ორმოცაძე-გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა მოზარდებმა ორივე მატჩი იოლად მოიგეს. ჩვენი გუნდის ყველა წევრმა, რომლებიც მოედანზე გავიდნენ, კარგად ითამაშა, თუმცა იყვნენ გამორჩეულებიც. უპირველესად გამოსარჩევია გუნდის
დავითმა განსაკუთრებით შედეგიანად მეორე შეხვედრაში, “იუგლას” წინააღმდეგ ითამაშა, რომელშიც არასრულ 18 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. 13 წლის ფაჩულიამ 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი აუცდა. ამ შედეგით ის ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ამავე მატჩში 12 ქულითა და 4 ჩაჭრით მათე ხატიაშვილი გამოირჩა, ხოლო გიორგი მუშკუდიანის ანგარიშზეც 12 ქულა დაგროვდა.
რაც შეეხება მეორე ლატვიურ გუნდ “მარუპესთან” შეხვედრას, საერთო სარგებლიანობით საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ ქურასბედიანმა დააფიქსირა, რომელმაც 12 ქულა სროლის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით მოაგროვა. მათე ხატიაშვილმა 10 ქულა და 4 პასი მიითვალა, ხოლო დავით ფაჩულიას ანგარიშზე 10 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა.
საქართველო 2008 მომდევნო მატჩებს 28 დეკემბერს – ვილნიუსი KM-ის პირველ და მეორე გუნდებთან გამართავს. შეხვედრები თბილისის დროით 14:00 და 20:00 საათებზე დაიწყება.
GBF.GE
დᲦევანდელი კვერცხი გვირᲩევნია ხვალინდელ ქაᲗამს....
სწორი მიდგომა აქვᲗ ახლა ვიგებᲗ,მაგრამ როცა დიდი მნიᲨვნელობა აქვს ნაკრებს მაᲨინ კი ვაგებᲗ...