საქართველოს 15-წლამდელთა გუნდი ევროპის სუპერფინალის სათამაშოდ ფინეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
2007 წელს დაბადებული რჩეული მოთამაშეების 15-წლამდელთა გუნდი ფინეთში ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალის სათამაშოდ გაემგზავრა. ტურნირს, რომელშიც 11 გუნდი მონაწილეობს, ფინეთის ქალაქი კაარინა უმასპინძლებს. თამაშები 6 მაისს დაიწყება და ჩემპიონი 2 დღეში, 8 მაისს გამოვლინდება.

მიმდინარე სეზონში ამ ასაკში ევროპის ლიგა დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად ვერ ჩატარდა. საქართველო 2007-ს თამაშები არ ჩაუტარებია და სეზონის დასკვნით ტურნირზე სხვა გამორჩეულ გუნდებთან ერთად ქართველი 15-წლამდელებიც მიიწვიეს.

ტურნირის მონაწილენი სამგუნდიან ჯგუფებში განაწილდნენ. საქართველოს მეტოქეები იქნებიან ლატვიური DSN და ესტონური “კეილა”. ორივე შეხვედრა 6 მაისს გაიმართება და
წარმატების შემთხვევაში ჩვენი გუნდი პლეი-ოფში გავა, თუ არადა, 7 და 8 მაისს საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს ტურნირზე 5-11 ადგილების გადასანაწილებლად.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთია:

გიორგი ნიკოლაევი, თემურ პატარიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ავთანდილ ხანიშვილი, ნიკა სანაძე, ლუკა ლომიძე, იოანე თვალაბეიშვილი, შიო შიოშვილი, დავით ვაშაკიძე, დავით მირზაშვილი, გიორგი ჭირაქაძე, გერა ჭეიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ცინცაძე

ასისტენტი: ირაკლი ტომარაძე

მენეჯერი: გიორგი ბუცხრიკიძე, ექიმი: თორნიკე გოგიჩაიშვილი

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული