საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-5 ადგილის დასაკავებლად უნგრეთს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები გუშინ მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას ჩამოშორდა. მაქსიმუმი, რაც უკრაინასთან წაგების შემდეგ ქართველებს დარჩათ, მე-5 ადგილის დაკავება იყო და დღეს სლოვაკეთის ძლევით ჩვენი გუნდი ამ მიზანს მიუახლოვდა.

სლოვაკეთმა მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან წააგო და ჩვენსავით ბრძოლა მე-5 ადგილისთვის განაგრძო, თუმცა საქართველომ სლავებს გზა გადაუღობა. მედგრად კი იბრძოლეს, მაგრამ სლოვაკებმა გამარჯვებამდე მისვლა ვერ მოახერხეს. ამაში მათ ხელი უპირველესად ჩვენი ნაკრების წევრებმა –
გიორგი სულაბერიძემ და გიორგი ოჩხიკიძემ შეუშალეს.82:55 პირველმა 24 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო ოჩხიკიძემ 23 ქულა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 3 მოხსნა. მატჩი საბოლოოდ საქართველოს 7-ქულიანი გამარჯვებით – 79:72 დასრულდა.

ჩვენს პარალელურ მატჩში მეოთხედფინალში წაგებული გუნდები – პორტუგალია და უნგრეთი შეხვდნენ. უნგრელებმა მეტოქე 82:55 დაამარცხეს და მე-5 ადგილისთვის მატჩში საქართველოსთან შეხვედრის უფლება მოიპოვეს. მატჩი 21 ივლისს, 16:30 საათზე გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული