საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია. მთავარმა მწვრთნელმა ლექსო ლაფანაშვილმა და მისმა ასისტენტებმა – ანდრო ანთლიძემ და ნიკა მსხალაიამ, ის 12 კალათბურთელი დაასახელეს, რომლებითაც ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში იასპარეზებს. ტურნირი 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ასეთია: ლუკა ტაბაღუა, ლუკა მუჯირიშვილი, საბა შარაშიძე, ლუკა ღორაშვილი, თემურ კაპანაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ალექსანდრე დაუშვილი, ავთანდილ ბახტაძე, ნიკოლოზ აბულაძე, რევაზ თავართქილაძე, ლუკა კოტლიარევსი და ამირან აროშიძე.

ჩვენმა ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრება 9-20 ივლისს, ლატვიაში გაიარა,
სადაც 5 სპარინგ-მატჩი გამართა. საქართველომ 2 შეხვედრა თითქმის იდენტური ანგარიშით (72:78, 72:79) დათმო მასპინძლებთან, 79:60 დაამარცხა ლიეტუვა, ხოლო ისრაელთან დიდი სხვაობით დამარცხდა.

ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი ნაკრები სკოპიეში 24 ივლისს გაემგზავრება, ხოლო 26-ში ტურნირი დაიწყება. C დივიზიონის 22 მონაწილე 4 ჯგუფშია განაწილებული. საქართველო 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდა დიდ ბრიტანეთთან, ავსტრიასთან, ნორვეგიასთან და პორტუგალიასთან. თითოეული ჯგუფიდან მერვედფინალში 2-2 საუკეთესო გავა და განაგრძობს ბრძოლას საპრიზო ადგილებისთვის. საუკეთესო სამეული A დივიზიონის საგზურს მოიგებს. ასევე გაიმართება ბრძოლა 9-22 ადგილებისთვის, რადგან ტურნირის 3 უარესი შედეგის მქონე გუნდი C დივიზიონში უნდა დაქვეითდეს.

წარმოდგენილ ბანერებზე იხილავთ ჩვენი გუნდის სრულ შემადგენლობასა და ჯგუფური ეტაპის კალენდარს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
იზრაელთან რა დავმარცხდით ასეთი, ანგარიშის დაწერაც, რომ შეგრცხვათ?დდდდ
ეეე
20:42 24-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული