საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ირლანდიასთან შეხვედრა 5 ქულით – 69:74 დათმო და ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მაქსიმუმ მე-13 ადგილისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 4-დან 2 მატჩი მოიგო და ბურთების შეფარდების გამო პლეი ოფში ვერ გავიდა, რის შემდეგაც ბრძოლა მე-9 ადგილისთვის განაგრძო. სწორედ საკვალიფიკაციო ბადის პირველი შეხვედრა გახდათ ირალანდიასთან დაპირისპირება, რომლის წაგებამაც საქართველო მე-9 ადგილისთვის ბრძოლას ჩამოაშორა და ახლა დარჩენილი ორივე მატჩი რომ მოიგოს, მე-13 ადგილზე გავა.

ირლანდიასთან მატჩს რაც შეეხება, თანაბარი და დაძაბული
გამოდგა. პირველი პერიოდი ქართველებმა 4 ქულით მოიგეს, თუმცა მეორე ამდენივეთი დათმეს და დიდ შესვენებაზე ანგარიში თანაბარი იყო.მესამე პერიოდიც ფრედ – 15:15 დასრულდა და ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა. თამაშის დასრულებამდე 3:30 წუთით ადრე საქართველო 2 ქულით – 66:64 იგებდა, თუმცა ირლანდიელებმა დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე მოახერხეს შედეგიანი გაქცევის განხორციელება და 72:66 გალიდერდნენ.

თამაშის დასრულებამდე 45 წამი იყო და ქართველებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ჩვენს გუნდში 15-15 ქულით ავთანდილ ბახტაძე და ალექსანდრე დაუშვილი გამოირჩნენ. 11 ქულა მოაგროვა სულხან საბა შარაშიძემ. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 3 აგვისტოს, რუმინეთთან გამართავს და თუ მოიგო, მე-13 ადგილისთვის უკრაინა-სლოვაკეთს შორის გამარჯვებულს შეერკინება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
ავტორი ან კალათბურთში ვერ ერკვევა კარგად, ან პირიქით, ძალიან კარგადაც ერკვევა და განზრახ დაარქვა ეს სათაური.
ექვივალენტი ფეხბურთში იქნებოდა, საქართველო ანდორასთან ბრძოლაში დამარცხდა.
საშინელ დღეშია ქართული კალათბურთი, პირველი მერცხალი აგერ ევროპაზე რო ვეღარ გავა ნაკრები მანდ გამოჩნდება
დიკემბე მუტომბო
01:04 03-08-2024
2
მარტო ეს არა ფედერაციაც ვერ ერკვევა კალათბურთში ასე მგონია მე
ადამიანი
20:06 03-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული