19:47 11-08-2017
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
თბილისის სპორტის სასახლეში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საწყისი ათწუთეული ფრედ 20:20 დასრულდა, მეორე მეოთხედში კი ქართველი კალათბურთელების მცირე უპირატესობა გამოიკვეთა და ტაიმი მასპინძლებმა 7-ქულიანი უპირატესობით, 45:38 მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა ტემპი არც შესვენების შემდეგ დააგდო და საბოლოოდ 11-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა.
ამ მატჩში ყველაზე მეტი - 22 ქულა თორნიკე შენგელიამ მიითვალა, რომლის ანგარიშზე 7 მოხსნა და 4 პასიცაა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ზაზა ფაჩულიამ (14 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი). 14-14 ქულა ჩააგდეს გიორგი შერმადინმა და გიორგი ცინცაძემაც. 11 ქულა - მაიკლ დიქსონმა, დუდა სანაძემ - 9.
საქართველოს და ჩეხეთის ნაკრებები კიდევ ერთხელ 13 აგვისტოს, კვლავაც სპორტის სასახლეში ითამაშებენ და თბილისის თასის გამარჯვებულის ვინაობაც ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ილიას ზუროსის გუნდის გეგმაში ასევე "აკროპოლისის თასზე" გამოსვლაა, სადაც მეტოქეებად ტურნირის მასპინძელი საბერძნეთის, ასევე იტალიისა და სერბეთის ნაკრებები ეყოლება.
მატჩის შემდეგ
- ილიას ზუროსი: ჩვენი მთავარი მიზანი დაცვის გაძლიერებაა
- ზაზა ფაჩულია: მოედანზე უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო
- გიორგი შერმადინი: მე, თორნიკე და ზაზა მოედანზე ერთად... ამაზეც ვმუშაობთ
- მანუჩარ მარკოიშვილი: ამ შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებთ
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
დარწმუნებულივარ მეორე თამაშსაც მოუგებენ ჩეხებს.
აი აკროპოლისის ტურნირი კი ნამდვილად მისწრებაა და მაგარი გამოცდილებაც.
სამივე მეტოქე ძლიერი გუნდია.
მათთან თამაში კარგი და სასარგებლოა ისე როგორც წინა თამაშები.
წარმატებები საქართველოს ნაკრებს.