იმედი გაჩნდა - ზაზა ფაჩულიას ტრავმა საგანგაშო არ არის!

AutoSharing Option
21 აგვისტოს მეტად არასასიამოვნო ამბავი შევიტყვეთ საქართველოს ნაკრების ბანაკიდან: კოჭი გადაუბრუნდა და ვერ ვარჯიშობს კაპიტანი ზაზა ფაჩულია. ცხადია, ამის გაგებისთანავე ჩნდება შეკითხვა - რამდენად სერიოზულია ტრავმა?

სწორედ ასეთი კითხვით მივმართეთ ნაკრების მესვეურებს, მათ შორის, მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს, თუმცა გუშინ პასუხი არც მათ ჰქონდათ. საქმე ის არის, რომ წინასწარ ყოველთვის რთულია კოჭის ტრავმის სირთულის დადგენა, საამისოდ კარგი გამოკვლევაა საჭირო.

გუშინ საქართველოს ნაკრების ექიმმა თემურ ხვედელიძემ გვითხრა:

"კოჭი მყესის არეშია ნაღრძობი, თუმცა წინასწარ სირთულეზე ვერაფერს ვიტყვით, მიმდინარეობს კვლევები და მათი დასრულების
შემდეგ ყველაფერი ნათლად გვეცოდინება".

გუშინდელი ინფორმაციით, ზაზა ფაჩულია საბერძნეთის ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. მთავარი საფიქრალი ის არის, ითამაშებს თუ არა ევროპის ჩემპიონატზე.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ფაჩულია გუნდთან ერთად იქნება საბერძნეთში, თუმცა მონაწილეობას ალბათ, არ მიიღებს. მისივე თქმით, ნაკრების ლიდერის ტრავმა საგანგაშო არ არის, მას 1-კვირიანი სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფაჩულიას შესახებ როცა წერენ რომ, გაუცდება 1 კვირა უნდა ვგულისხმოთ 2, ნბა -ში სულ ასე ემართება, უფრო მეტი დრო ჭირდება ვიდრე ექიმები ამბობენ.
მ.მ
16:45 22-08-2017
0
neta sanikidzes ar kondes da es tu ginda sul ese ikos)))))))))))
!!!!
11:40 22-08-2017
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული