31 აგვისტოს ევრობასკეტი 2017 იწყება. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელში თამაშობს გერმანიის, ისრაელის, ლიტვის, იტალიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად. ballineurope.com გვთავაზობს ევრობასკეტის ვრცელ წინათქმას, სადაც თავიანთი ადგილი დათმობილი აქვთ ქართველ კალათბურთელებსაც:
"თელ-ავივში რამდენიმე ასპექტია, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ - კალათბურთელები საქართველოს ნაკრებში. თავი დავანებოთ
ზაზა ფაჩულიას, გუნდშია ორი ფანტასტიკური ტალანტი, რომლებიც ძალიან თვითდაჯერებულები არიან -
გიორგი შერმადინი და
თორნიკე შენგელია.
ბიჭები ნამდვილი მამბას მენტალიტეტით, ისინი ძალზე ამბიციურები არიან და ბევრს ელიან ჩემპიონატისგან".
"მამბას მენტალიტეტი" კარგად აქვს გაშიფრული
კობი ბრაიანტს, რომელსაც "შავ
მამბას" უწოდებენ - "მამბას მენტალიტეტია, როცა ყოველთვის პასუხის ძიებაში ხარ, ბოლომდე იბრძვი, ყოველთვის მეტის მიღწევა გსურს და არასოდეს ნებდები".