ევრობასკეტი 2017: ილიას ზუროსის 12 რჩეული ცნობილია

AutoSharing Option
29 აგვისტოს, დილის 10 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ათენიდან თელ ავივში გაემგზავრება, სადაც 31 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. მოგეხსენებათ, კონტინენტის პირველობას 4 ქვეყანა მასპინძლობს და ისრაელში B ჯგუფის თამაშები გაიმართება, სადაც თავმოყრილნი არიან: ლიტვა, ისრაელი, იტალია, გერმანია, უკრაინა და საქართველო.

დანარჩენ ჯგუფებს რუმინეთი, ფინეთი და თურქეთი მასპინძლობენ. თითოეული, 6-გუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფის საგზურს 4 საუკეთესო მოიპოვებს და ჯამში 16 ნაკრები თურქეთის ქალაქ სტამბოლში მოიყრის თავს, სადაც ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან გაგრძელდება.

Sportall.Ge

პლეი ოფის პირველ წრეში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან. ერთმანეთს
A - B და C - D ჯგუფების კვალიფიკანტები შემდეგი თანმიმდევრობით შეხვდებიან ერთმანეთს:

B2 - A3
C1 - D4
A1 - B4
D2 - C3

B1 - A4
C2 - D3
A2 - B3
D1 - C4

შესაბამისად, საქართველოს, თუ ოთხეულში მოხვედრა და პლეი ოფში გასვლა მოახერხა, მერვედფინალში მეტოქედ A ჯგუფის წარმოამადგენელი ეყოლება, ხოლო მეოთხედფინალში უკვე C და D ჯგუფების წარმომადგენელი ელის.

ისრაელში გამგზავრებამდე, ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები ათენის „დაისის“ დარბაზში ბოლოჯერ 28 აგვისტოს, 17:00 საათზე ავარჯიშა, რის შემდეგაც ის 12 კალათბურთელი დაასახელა, რომლითაც ჩვენი გუნდი ევრობასკეტზე იასპარეზებს.

Sportall.Ge

B ჯგუფის კლენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:

Sportall.Ge

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 19 /
ბიჭო,არ იცით,ვერ ერკვევით,ვერც ხვდებით და მაინც წერთ... არ უნდა წაეყვანაო გამყრელიძეო... აბა ვინ წაეყვანა?...თქვე-ენ?!... ბოისა არის უკანა ხაზის მოთამაშე,დიქსონისა და ცინცაძის ადგილას...უფრო დიქსონის...თამაშის დროს ამათ,ცოტა ხანი მაინც,შემცვლელი ხო ჭირდებათ,ეს ერთი...და მეორე- ამ ორიდან ტრამვა რომმიიღოს რომელიმემ,მაშინ რა ქნას ზუროსმა ,ა?!... დაფიქრდით სანამ რამეს დაწერთ,მითუმეტეს როცა კრიტიკოსობთ!... გასაგებია,რომ არ არის გამყრელიძე სტეფან კარი,მაგრამ არა გვყავს მასზე უკეთესი ზამენაზე... გასაგებია?!... გელა დარსაძე რომ გვყავდეს , მაშინ მას წაიყვანდა,გამყრელიძეს არა...მაგრამ არა გვყავს გელა... სამწუხაროდ,ჩვენს გვერდით აღარაა საერთოდ...აცხონოს ღმერთმა,მაგარი კალათბურთელი იყო... დაანებეთ უაზრო და უცოდინარ კრიტიკას თავი... საქართველო,წინ!!!...მკდით ბიჭებო!!!...ერთად გავიხაროთ!!!
ქუთაისი
17:06 29-08-2017
1
ვინც ბოისა ბოისაო იძახით,აუ ერთი თქვენს ტვინში ჩამახედა,რა... გუნდი ევროპაზე მიდის და იმის მაგივრად,რო გაამხნევოთ ბოისაც და დანარჩენებიც,წარმატება უსურვოთ მათ და მთელ საქართველოს... ნუ,არ ვიცი,რა... ეს ერთი და მეორე კიდე,ეს ზუროსი ყველას მოგვწონს,მის ხელში გუნდი უკეთესი გახდა,თამაშს თამაშზე იგებს და თუ ბოისა ყავს ნაკრებში,ესე იგი ასეა საჭირო...წაიყვანოს თუ არა ევროპაზე,ამას თქვენ ასწავლით?... და მესამე- ბოისა კარგი ჩამშლელია,არის მომენტები თამაშის დროს,როცა ბურთის ჩამგდებზე,ან გამთამაშებელზე მეტად ჩამშლელია საჭირო... შეიძლება სულ ერთი ორი წუთი გჭირდებოდეს,მაგრამ გჭირდებოდეს... გასაგებია?!... და მეოთხე- თქვა აქ ერთმა და მართალია...ბოისა კარგი ადამიანი და დადებითი აურის პიროვნებაა... მას პოზიტივი შეაქვს ამით გუნდში , როგორც მოედანზე ის რამდენკმე წუთი , ასევე მოედნის მიღმაც... ეს კი გუნდის საერთო განწყობაზე კარგად მლქმედებს... გასაგებია?!... დაანებეთ უცოდინარ კრიტიკას თავი... მითუმეტეს ეხლა არ არის ამის დრო 31 ში ევროპა იწყება... წარმატება ვუსურვოთ ბიჭებს და ვუქომაგოთ,სადაც ვიქნებით იქედან...
ქუთაისი
16:35 29-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული