ევრობასკეტი 2017: ილიას ზუროსის 12 რჩეული ცნობილია

AutoSharing Option
29 აგვისტოს, დილის 10 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ათენიდან თელ ავივში გაემგზავრება, სადაც 31 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. მოგეხსენებათ, კონტინენტის პირველობას 4 ქვეყანა მასპინძლობს და ისრაელში B ჯგუფის თამაშები გაიმართება, სადაც თავმოყრილნი არიან: ლიტვა, ისრაელი, იტალია, გერმანია, უკრაინა და საქართველო.

დანარჩენ ჯგუფებს რუმინეთი, ფინეთი და თურქეთი მასპინძლობენ. თითოეული, 6-გუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფის საგზურს 4 საუკეთესო მოიპოვებს და ჯამში 16 ნაკრები თურქეთის ქალაქ სტამბოლში მოიყრის თავს, სადაც ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან გაგრძელდება.

Sportall.Ge

პლეი ოფის პირველ წრეში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან. ერთმანეთს
A - B და C - D ჯგუფების კვალიფიკანტები შემდეგი თანმიმდევრობით შეხვდებიან ერთმანეთს:

B2 - A3
C1 - D4
A1 - B4
D2 - C3

B1 - A4
C2 - D3
A2 - B3
D1 - C4

შესაბამისად, საქართველოს, თუ ოთხეულში მოხვედრა და პლეი ოფში გასვლა მოახერხა, მერვედფინალში მეტოქედ A ჯგუფის წარმოამადგენელი ეყოლება, ხოლო მეოთხედფინალში უკვე C და D ჯგუფების წარმომადგენელი ელის.

ისრაელში გამგზავრებამდე, ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები ათენის „დაისის“ დარბაზში ბოლოჯერ 28 აგვისტოს, 17:00 საათზე ავარჯიშა, რის შემდეგაც ის 12 კალათბურთელი დაასახელა, რომლითაც ჩვენი გუნდი ევრობასკეტზე იასპარეზებს.

Sportall.Ge

B ჯგუფის კლენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:

Sportall.Ge

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 19 /
მაგარი ბანძი საიტი გაქვთ ამ დიზაინით სულ ბოლომდე გაბანძდით
კახა
13:09 29-08-2017
1
წარმატებები ბიჭებო, მთელი სულით და გულით თქვენთან ვარ!
B-52
12:31 29-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული