ისრაელში ქართველ გულშემატკივართა ჯგუფი დააკავეს

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის საგულშემატკივროდ ისრაელში ჩასულ გულშემატკივრებს საპასპორტო კონტროლის გავლის დროს პრობლემა შეექმნათ და მათ ნაწილს დეპორტაციაც კი ემუქრება. ამ ინფორმაციას საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი თავისი Facebook-ის საშუალებით ავრცელებს.

"აღშფოთებული და შეურაცხყოფილი ვარ იმ დამოკიდებულებით, რასაც ისრაელის სახელმწიფო იჩენს ქართველების მიმართ. გუშინ თელ-ავივის აეროპორტში დააკავეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა 31-კაციანი ჯგუფი. 6-საათიანი ეპოპეის შემდეგ მხოლოდ 20-მა მოახერხა საპასპორტო კონტროლის გავლა, თერთმეტი კი აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ დროებით დაკავების იზოლატორში დეპორტაციისთვის გადაიყვანეს. მათ შორის ჩვენი ნაკრების წევრის, დუდა სანაძის
ძმაცაა. სამწუხაროდ, ებრაელებს ძალიან მოკლე ისტორიული მეხსიერება აღმოაჩნდათ და ისტორიული მადლიერების გრძნობაც აშკარად ღალატობთ." - წერს აბაიშვილი.

- კონსულის განცხადებით, გულშემატკივრები შეაყოვნეს, მაგრამ არავინ დაუდეპორტებიათ
მკითხველის კომენტარები / 18 /
საგოლ ებრაელებს! ფუი, თქვენს კაცობას, თქვენ მხოლოდ ერთ რამეს ცემთ პატივს, და მასფული ჰქვია!
mamuka09ze
10:46 31-08-2017
0
ებრაელები საქართველოში საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ, თუმცა ეს არავის ავალდებულებს ქართველ კანონდამრღვევებს პრივილეგიები შეუქმნან. მით უმეტეს, არც მესაზღვრეა ქართველი ებრაელი და არც ისრაელში შესვლის მსურველებს აქვთ ამაგი ებრაელებზე. ზოგადად, თუ ვინმემ ვინმეს სიკეთე გაუკეთა, მთელ ერს ნუ აქვს პრეტენზია და იმის ვალის დაბრუნებას ნუ ითხოვს. სხათაშორის, არც ებრაელებს მიუტაცებიათ მიწები და დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებიათ ზოგიერთებივით.
რაც შეეხება კონკრეტულ შემთვევას: მიხეილ აბაიშვილის გარდა არავის აქვს ინფორმაცია ე.წ. "დეპორტაციის" შესახებ, მით უმეტეს, დუდა სანაძის ძმაზე. თანაც, რას ქვია "საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები", ეს რაიმე ორგანიზაციაა? თუ ასეა, ყველას ერთნაირი საბუთები, თვითმფრინავის და თამაშებზე დასასწრები ბილეთები, სასტუმროს ჯავშანი უნდა ქონდეთ. ამ შემთხვევაში ან ყველას შეუშვებდნენ, ან არავის. საზღვარზე უბრალოდ იმის თქმა, რომ ნაკრების საგულშემატკივროდ მივდივარო, ვერაფერი არგუმენტია.
მოკლედ, ჯერ ის გაარკვიეთ, ტყუილ-მართალი რა არის და მერე ისაუბრეთ.
P.S. ისე, წარსულის გახსენებისას გირჩევთ სულხან-საბა ორბელიანის "ორმოში ჩაგდებული მეფე" წაიკითხოთ. მით უმეტეს, სხვის გაკეთებულ სიკეთეზე დივიდენდების მოთხოვნისას.
თემო
12:32 31-08-2017
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული