საქართველო VS გერმანია - ისეთივე შემართებით!

AutoSharing Option
დღეს, 2 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ისრაელში, ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში მეორე შეხვედრას გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 16:45 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

თამაშის წინა დღეს ქართველმა კალათბურთელებმა "თელ-ავივ არენაზე" ვარჯიში ჩაატარეს. დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს გერმანიის წინააღმდეგ თამაშს გიორგი ცინცაძე, რომელმაც პირველ შეხვედრაში კოჭი იღრძო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი ლიტვასთან გამარჯვებით დაიწყო - 79:77, გერმანიამ კი, რომლის მთავარი ვარსკლავი "ალტანტა ჰოუქსის" გამთამაშებელი დენის შრიოდერია, პირველ ტურში უკრაინას
დამაჯერებლად აჯობა - 75:63.

დღესვე B ჯგუფში მოგვიანებით ერთმანეთს უკრაინა და იტალია (19:30), ისრაელი და ლიტვა (22:30) დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები

N მოთამაშე ასაკი სიმაღლე კლუბი
3. მაიკლ დიქსონი 27 186 სტრასბურგი
4. გიორგი გამყრელიძე 31 185 ტიტები
6. ანატოლი ბოისა 33 194 ქუთაისი
7. ზაზა ფაჩულია 33 211 გოლდენ სტეიტი
8. გიორგი ცინცაძე 31 193 ქუთაისი
9. გიორგი შერმადინი 28 216 უნიკახა
10. დუდა სანაძე 25 196 თავისუფალი აგენტი
11. მანუჩარ მარკოიშვილი 30 196 რეჯიო ემილია
17. მიხეილ ბერიშვილი 30 203 დინამო
23. თორნიკე შენგელია 25 207 ბასკონია
35. გოგა ბითაძე 18 212 მეგალექსი
99. ილია ლონდარიძე 27 205 დინამო.
მთავარი მწვრთნელი: ილიას ზუროსი.
მკითხველის კომენტარები / 21 /
შრიოდერი გააჩერონ მაგას მანუ მიხედავს დანარჩენი გერმანიის ნაკრები არაფერი არ არის, ეგენიც უნდა ვაწკმუტუნოთ როგორც ლიტვა მიდი ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ მთელი საქართველო თქვენ გიყურებთ და თქვენ იმედზე არიან
Zizu
11:35 02-09-2017
0
უნდა გააჩეროთ შრიოდერი, ვუყურე მაგათ თამაშს და ძალიან კარგი მოთამაშეა....დანარჩენები დიდი არაფერი, ჩვეულებრივი გუნდია, არ უნდა ვასროლინოთ ბევრი პერიმეტრიდან, სამწამიანში ფაჩულიამ წესით უნდა იგულავოს...აი გერმანელებს შენგელია ყავთ გასაჩერებელი:)
zaza 197
12:24 02-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული