34 ქულა! - ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მატჩი საქართველოს ნაკრებში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიამ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ეროვნული გუნდის კაპიტანმა სანაკრებო კარიერა 2000 წელს დაიწყო და იმ პერიოდიდან დღემდე არაერთი შედეგიანი და დაუვიწყარი მატჩი ჩაატარა.

ჩვენ გავიხსენეთ კაპიტნის ყველაზე შედეგიანი მატჩი ნაკრებში.

ეს 2009 წლის 22 აგვისტოს სპორტის სასახლეში მოხდა, როცა საქართველოს ნაკრები ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს B დივიზიონში თამაშობდა.

იმ დღეს ზაზამ 34 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა, რაც მატჩში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. საქართველოს ნაკრებმა კი სლოვაკეთი 91:50 გაანადგურა.

- ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ზაზა
ფაჩულიას კარიერას?
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს არ იყო ზაზას ყველაზე შედეგიანი თამაში. 2006-ში ფინეთთან შესარჩევში 36 ქულა ჩააგდო, კიდევ ერთხელ, მგონი ლატვიასთან, უფრო მეტიც, ზუსტად რამდენი აღარ მახსოვს. 2004ში, რუსეთთან მოგებულ თამაშში, 20 წლის ბიჭი იყო და 19 ქულა და 21 მოხსნა დააგროვა. კიდევ არაერთი მაგარი თამაში ჰქონდა, ბევრის ჩამოთვლა შეიძლება..
Baxt
09 სექტემბერი 2017 17:45
0
მადლობა ავტორს, იქნებ გამოფხიზლდნენ უმადურები, გუშინ გამოცხვარი ვაი გულშემატკივრები და დაბოლილები.
მადლობა დიდ კაპიტანს, რომელმაც B დივიზონიდან აგვიყვანა ევროპის საკალათბურთო ელიტამდე. იქამდე, რომ 1/4 ფინალიც გვითამაშია და მასზე დაბალი შედეგი უკვე წარუმატებლად მიგვაჩნია. ზაზამ პირნათლად მოიხადა ვალი და აწი დაგვიზრდის ახალ ზაზას, ვიქტორს, მანუჩარს, ნიკოლოზს, ზურას, მიხეილს და საქართველოს კალათბურთის მომავალს.
gizog
08 სექტემბერი 2017 10:05
0
2009 წლის მერე 8 წელი გავიდა თქვე მამაცხონებულებო.

სანაკრებო კარიერა 2000 წელს დაუწყია და ეხლა რომელი წელია?
2017 .
08 სექტემბერი 2017 09:25
1
ეს რა თაობა მიდის... როდის გვეყოლება კიდე ესეთი ნაკრები კალათბურთში ნეტა. წელს მედლები უნდა დაედოთ ისეთი გუნდია და სამწუხაროდ ვერ გამოვიდა ისეთი დასასრული როგორც გვინდოდა. ესეთი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არასდროს მქონია, თითქოს რაღაც წაგვართვეს, მოგვპარეს.
gia
08 სექტემბერი 2017 02:59
0
ნუ ვიქნებიით უმაDდურები!!
levani
07 სექტემბერი 2017 22:33
1
ეს იყო პეტერბურგში. და ისიც ერთდათერთხელ! ასეა ეს! მშვიდობით!
MARI XUANA
07 სექტემბერი 2017 21:00
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული