ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებიდან მიდის?

AutoSharing Option
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასრულებისა და ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამოვარდნის შემდეგ, გუნდის ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა "ტვიტერზე" საკმაოდ ორაზროვანი პოსტი გამოაქვეყნა:

"ჩვენ ბევრი ვისწავლეთ ამ მოგზაურობით. ის იყო სავსე სიხარულით, ცრემლებითა და გუნდური სულით. ჩვენი მიზანი ჯერ მიღწეული არ არის. მე კი ყოველთვის დავრჩები საქართველოს ნაკრების ამაყ მხარდამჭერად", - წერს ზუროსი სოციალურ ქსელში.

ბერძნულმა მედიამ (sdna.gr, gazzetta.gr) ეს პოსტი ცალსახად ჩათვალა ზუროსის ეროვნულ ნაკრებთან გამომშვიდობებად.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ზუროსის გუნდიდან წასვლას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე
ეროვნულ გუნდს მისი კაპიტანი ზაზა ფაჩულია დაემშვიდობა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 35 /
ზუროსი შესანიშნავი პიროვნება ჩანს აქედან გამომდინარე ის ნაღდი კაცია და ვაჟკაცი,თავისი საქმის კარგი მცოდნე,მან ისეთი თამაშები მოაგებინა საქართველოს ნაკრებს,რომ ის აუცილებლად უნდა დარჩეს,მან საქართველოს ნაკრებს ბოლომდე ბრძოლა ასწავლა,მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა,პირადად ვთვლი რომ საქართველოს ნაკრების გამოსვლა ამ ტურნირზე შედეგიანი იყო,მე მჯერა თუ ის დარჩება მომავალში საქართველოს ნაკრები კიდევ უკეთეს შედეგს აჩვენებს.
ზასტაველი
18:18 08-09-2017
1
არ უნდა წავიდეს თორე სულ დაიშლება და მოიშლება გუნდი.
დათო
16:38 08-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული