დუდა სანაძემ ილიას ზუროსის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისრაელიდან დაბრუნდა და გავრცელდა ინფორმაცია გუნდის მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის წასვლის თაობაზე. ამ და სხვა დეტალებზე ინტერვიუ დუდა სანაძესთან ჩავწერეთ.

- გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია ზუროსის წასვლის შესახებ და რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
- არაფერი მსმენია ამის შესახებ.

- როგორ შეაფასებდით ნაკრების გამოსვლას ევრობასკეტზე, რა დაგვაკლდა ჯგუფიდან გასასვლელად?
- რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილები. გეგმა-მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა იყო, რაც ვერ შევასრულეთ. მაგრამ მეამაყება ის, რომ თითოეულმა მოთამაშემ თავისი 100% გააკეთა სასურველი შედეგის მისაღწევად. სამწუხაროა, რომ ცოტა დაგვაკლდა.

-
ზაზა ფაჩულია ნაკრებიდან წავიდა. როგორ შეავსებს ნაკრები მის დანაკლისს?

- ზაზა ფაჩულიამ ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოს ნაკრებისთვის და მისი შეცვლა არ იქნება იოლი. მას ერთი მოთამაშით ვერ შეცვლი, კოლექტიურად უნდა მოხდეს.

დუდა სანაძემ ევრობასკეტზე საშუალოდ 10.8 ქულა, 2 მოხსნა და 1.2 პასი დააგროვა.

- ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებიდან მიდის?
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ეტაპი ზაზას წასვლით დამთავრდეს, ჯერ კიდევ მასაც შეეძლო წარმატებით თამაში და სიკეთის მოტანა, დანარჩენებს კი ვთხოვთ ითამაშონ ქვეყნის სახელით, და გზა გაუკვლიონ ახალგაზრდებს რომლებსაც დაოსტატება სჭირდებათ.
beso
11 სექტემბერი 2017 15:15
0
დღეს გიორგი ვინვაძემ დამოაცხადა ნაკრებიდან შესაძლო წასვლის შესახებ,გუშინ მანუმ,უფრო ადრე ზაზამ,ამ პირობებში ალბათ აღარც ზუროსი და დიქსონი დარჩებიან და თუ მათ ვიკამაც მიჰბაძა,მაშინ გამოდის,რომ ყველაფერი ნოლიდან უნდა დავიწყოთ.ვისაც გიორგისა და ზაზას წასვლა გინდოდათ,გაიხარეტ და დატკბით მათი შემცვლელების ოსტატობით,მე კი მგონია რომ ასეთი ნაკრები ძალიან დიდი ხანი აღარ გვეყოლება,თუ კი საერთოდ გვეყოლება.
სოსო
10 სექტემბერი 2017 21:47
0
ზუროსი რომ მაღალი დონის მწვრთნელია მაგაზე ორი აზრი არაა, მაგრამ ყველას გვაქვს პრეტენზია ნაკრების დაკომპლექტებაზე!! დვალიშვილის არ წაყვანა ცუდი იყო, მითუმეტეს რომ მან კარგად ითამაშა ჩინეთში, იქნება რაღც დონეზე მას შეეცვალა შენგელია, რომელიც ძალიან იღლებოდა და მისი ეფექტურობა ამით ეცემოდა. ბოისას და გამყრელიძეს რა უნდა ნაკრებში ამიხსენით ვინმემ. ნაკრების გამოსვლა მიუხედავად გამონათებებისა მაინც უარყოფითად უნდა შეფასდეს!!
zaza
09 სექტემბერი 2017 11:26
1
აუ რა მაგრად ისაუბრა ზუროსის წასვლაზე
ზუუ
08 სექტემბერი 2017 20:43
0
ყოჩაღ სანაძე, რა კარგად თქვა: ზაზა ფაჩულიას ერთი მოთამაშით ვერ შეცვლი, კოლექტიურად უნდა მოხდეს-ო.
ანუ, კოლექტიური თამაში ჩავარდა, როცა ერთი კაცი მოედანზე გამოვიდა.
მართალია, ასეთზე უნდა ითამაშოს ყველამ და მან კი უნდა ჩააგდოს, მაგრამ...
მაგრამ... ყველამ ვნახეთ.
08 სექტემბერი 2017 17:40
6
კარგ მთქმელს,კარგი გამგონე უნდა....
სოსო
09 სექტემბერი 2017 18:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული