საქართველოს ნაკრებს უახლოესი ოფიციალური შეხვედრა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 24 ნოემბერს გერმანიის წინააღმდეგ ელის, 27-ში კი სერბეთში ითამაშებს. ჯერჯერობით, კითხვის ნიშნის ქვეშაა ამ მატჩებში ევროლიგის კალათბურთელების მონაწილეობა. ევროლიგის კლუბებში კი ორი ლიდერი გვყავს - თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. თუმცა,
ეს კარგად ესმის ილიას ზუროსს და ამიტომაც შეხვდა გუშინ ჯერ ლევან ფაცაციას, შემდეგ ნიკოლოზ ცქიტიშვილს.
როგორც ერთს, ასევე მეორეს ეროვნულ გუნდში თამაშის საკმარისი გამოცდილება აქვს, თუმცა 2017 წელს საქართველოს ნაკრებში არც ერთს არ უთამაშია. ნიკა სულაც 2013 წლის შემდეგაა ნაკრებს მიღმა.
ცქიტიშვილისა და ზუროსის შეხვედრის შემდეგ ისედაც ნათელი იყო, რაზე ილაპარაკებდნენ ბერძენი სპეციალისტი და ქართველი კალათბურთელი. კონკრეტული დეტალების გამხელისგან ნიკამ თავი შეიკავა, თუმცა ის კი ცხადია, რომ ლაპარაკი იყო მის ნაკრებში დაბრუნებაზე. წინააღმდეგი არც კალათბურთელია.
ასე რომ, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, 4-წლიანი შესვენების შემდეგ სკიტას ნაკრებში დაბრუნებას უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, რომ მას ეროვნულში დებიუტი 1999 წელს, შვეიცარიასთან მატჩში ჰქონდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეხლა არ ვიცი, რა ფორმაშია. თუ კარგი სროლები აქვს მოსაყვანია ნაკრებში, თუ მარტო ტანკივით დადგება მოედანზე ერთი კაცივით და სროლები 10-დან 6 თუ გააფუჭა, მაშინ რა აზრი აქვს.
ახალი თაობაა წამოსაწევი, რომლებიც ძველი "ავტორიტეტების" ქვეშ იჩრდილებიან