ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებში რჩება!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს კვლავ ილიას ზუროსი გაწვრთნის.

ამის დაწერა უკვე შეიძლება, თუმცა აქვე განმარტებაა საჭირო: ბერძენ სპეციალისტთან კონტრაქტი არ გაფორმებულა, იგი ოფიციალურად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ჯერ არ არის. თუმცა, როგორც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა მიხეილ გაბრიჩიძემ გვითხრა, შეთანხმება მიღწეულია, მწვრთნელი უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოვა და ხელშეკრულებაც გაფორმდება.

ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრების მესაჭედ 2016 წელს იგორ კოკოშკოვის ნაცვლად დაინიშნა. მასთან ერთად ჩვენმა გუნდმა ევრობასკეტი 2017-ის მოსამზადებელი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, წლეულს კი ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა.

24 ნოემბერს საქართველოს ნაკრები
თავის ისტორიაში პირველად ჩაერთვება მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდა - გერმანიასთან, სერბეთთან და ავსტრიასთან. კარსმომდგარი მატჩების წინ მთავარი მწვრთნელის შეცვლა ნამდვილად არ იქნებოდა გამართლებული, მით უმეტეს, რომ ილიას ზუროსის კომპეტენციაშიც არ შეიძლება ეჭვის შეტანა.

ასე რომ, ახლო მომავალში იგი თბილისში გვეწვევა, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზუროსი ფაქტიურად ახალი ნაკრების შექმნაზე დაიწყებს მუშაობას. ჯერ ისიც არ არის გარკვეული, საკლუბო ევროთასებზე მონაწილე გუნდები დათანხმდებიან, თუ არა ნაკრებში გაუშვან კალათბურთელები. ანუ, შენგელიას და შერმადინის თამაშიც ეჭვქვეშაა.
ზუროსი მართლაც საუკეთესო მწვრთნელია. რაც მთავარია, წარმატების ფორმულა აქვს შემუშავებული და ქართველ კალათბურთელებს რეალური ამბიციები გაუჩინა. ყველას დაანახა, რომ ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეგვიძლია.
ლაშა
12:50 10-10-2017
0
გოგა ბითაძე გამოჩარხოს ამ პერიოდში როგორმე ზუროსმა.
თამამად და დაუნდობლად უნდა ითამაშოს. 18 წელი ზუსტად ის ასაკია მხეცივით უნდა მოძრაობდე.
ჯარშიც კი 18-19 და 20 წლის ბიჭები არიან. იმიტომ, რომ მაშინააქვთ "ჟილკა".
მიდით ახალგაზრდა ლომებო. ეხლა თქვენი დროა.
15:46 10-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული