საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: დავითვალოთ ზარალი...

AutoSharing Option
24 ნოემბერს მსოფლიოს თასი 2019-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება. საქართველოს ნაკრები სწორედ ამ დღეს ითამაშებს გერმანიაში, 27 ნოემბერს კი, სერბეთში.

ჯერაც გაურკვეველია, დაგვეხმარებიან თუ არა გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია ნოემბრის მატჩებში. საქმე ის არის, რომ სანაკრებო თამაშებს ევროლიგის შეხვედრები ემთხვევა, ევროლიგის ხელმძღვანელობა კი ტურის გადატანას არ აპირებს.

ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ზოგადად ფიბასა და ევროლიგას შორის დიდი დავის საგნად იქცა. მხარეები ერთმანეთს ულტიმატუმებს უყენებენ, ალტერნატიულ გრაფიკებს სთავაზობენ, მაგრამ გამოსავალი ჯერ არ ჩანს. ამასობაში, ხმა აიმაღლეს ევროპის წამყვანმა
საკალათბურთო ფედერაციებმა, რომლებიც ევროლიგას სთხოვენ კალენდრის შეცვლას, რათა კალათბურთელებს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

წამყვანი ფედერაციების აღელვება გასაგებია, ევროლიგის გამო ხომ მათ ნაკრებების მთლიანად გადახალისება უწევთ.

ამერიკის ნაციონალური ასოციაცია ფიბას საკვალიფიკაციოსთვის ფანჯრებს რომ არ დააწესებდა, წინასწარ ცხადი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ევროლიგამაც არ გადათქვა, მაგალითად ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს სექტემბრის მატჩების შემდეგ თორმეტივე კალათბურთელის შეცვლა მოუწევს. ევრობასკეტი 2017-ზე ხომ სერხიო სკარიოლოს გუნდში 6 ევროლიგელი და ამდენივე NBA-ელი თამაშობდა.

გამოცემა "სპორტანდომ" გამოაქვეყნა ევრობასკეტის მონაწილე 24 ნაკრების იმ კალათბურთელთა რაოდენობა, რომლებიც ევროლიგასა და ნაციონალურ ასოციაციაში თამაშობენ. ცხრილს აქვე გთავაზობთ და თავადაც დარწმუნდებით, რამდენად შეიცვლება (უარყოფითისკენ) ნაკრებების შემადგენლობები, თუ ევროლიგამ უკან არ დაიხია.

ცხრილის ბოლოში შეგიძლიათ ნახოთ, რომ ევრობასკეტზე ევროლიგის 77 და NBA-ს 30 წარმომადგენელი იყო, რაც ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშეთა 37.3 პროცენტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
დვალიშვილი ქუტაისში ტამასობს
შოთა გუგეშაშვილი
25 ოქტომბერი 2017 14:52
0
დვალიშვილი წელს ახალ სეზონში სად თამაშობს?
გიორგი
20 ოქტომბერი 2017 09:57
0
დვალიშვილი წელს სად თამაშობს??
გიორგი
20 ოქტომბერი 2017 09:56
0
1 - ცინცაძე, (დიქსონი)
2 - დიქსონი, (სანაძე)
3 - მარკოიშვილი, (სანაძე), (ფაცაცია).
4 - ცქიტიშვილი, (დვალიშვილი), (ბერიშვილი).
5 - ბითაძე, (ცქიტიშვილი)

თუ ყველაფერი ასე დარჩა, ჩემი აზრით აი, ამ შემადგენლობით და როტაციით რაღაცის მიღწევა შეიძლება უახლოეს მატჩებში. პლიუს პარალელურად რამდენიმე ახალგაზრდა კალათბურთელის თანდათანობით შეჩვევა და ჩართვა ნაკრების შემადგენლობაში.
პანტელეიმონი
15 ოქტომბერი 2017 17:44
3
Berishvili4ze tamashi?3ze tamashobs
Gii
18 ოქტომბერი 2017 11:57
0
ჩვენთვის შენგელიას და შერმადინის არყოფნა უფრო დიდი დანაკლისია ვიდრე ესპანეთისტვის მთელი გუნდის
andro
15 ოქტომბერი 2017 12:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული