მაიკლი ისევ ჩვენია - დიქსონმა ქართველობა არ დათმო

AutoSharing Option
მაიკლ დიქსონი საქართველოში ორწლიანი შეთანხმებით თამაშობდა. იასპარეზა ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე (2016) და ევრობასკეტზე (2017). ამის შემდეგ თავისუფლად შეეძლო უარი ეთქვა საქართველოს ნაკრების დახმარებაზე, თუმცა იგი ზოგიერთი სხვა ნატურალიზებული ამერიკელივით არ მოიქცა, რადგან საქართველოს ნაკრებში მხოლოდ პასპორტის გამო არ უთამაშია.

ახალი ინფორმაციით, იგი მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოირგებს საქართველოს ნაკრების მაისურას. პირველი მატჩი 24 ნოემბერს გერმანიაში გველის.

მანამდე კი დიქსონი ფრანგულ "სტრასბურს" ეხმარება, რომელმაც ლუბლიანის "ოლიმპიას" უმასპინძლა 83:69 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ყველაზე შედეგიანი გახლდათ: სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 24 წუთში
21 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა; 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

"სტრასბური" ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს, გერმანიაში, "ბაიროითის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ზემოხსენებულ გუნდთან ერთად "სტრასბურის" ჯგუფში არიან: ესპანური "ესტუდიანტესი", იტალიური "ვენეცია", პოლონური "როსა რადომი", თურქული "ბანვითი" და ბერძნული აეკ-ი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეგ ვისაც აღმერთებთ, ამერიკელი კალათბურთელია, თქვენ ვინ ხართ?
droni
10:04 16-10-2017
4
და გყავდეთ, ვინ გართმევთ?
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული