გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- ილიას ზუროსს ვუთხარი: გუნდი თუ გამომიშვებს, 100 პროცენტით ნაკრებთან ერთად ვარ-მეთქი. მწვრთნელმა მითხრა - ეს ყველაფერი გამაგებინეო.
სხვათა შორის, ტაივანში სეზონი დეკემბერში იწყება და საქართველოში დარჩენას ვფიქრობ, ნაკრებისვის მოვემზადები და მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის შემდეგ გავფრინდები ტაივანში. თუ ასე ვერ მოხერხდა, ნაკრებისთვის აუცილებლად ჩამოვალ. მთავარია, ჯერ გავერკვე, მიძახებს თუ არა ნაკრებში მთავარი მწვრთნელი.
რაც შეეხება ტაივანურ კარიერას...
- ორი გუნდი მეპატიჟება. ეს კუნძულიც მაინტერესებს და იქაური კალათბურთიც. სხვათა შორის, შარშანაც გამომიგზავნეს გამზადებული კონტრაქტი და როდესაც ხელის მოწერას ვაპირებდი, ბაჰრეინიდან მივიღე არანაკლებ საინტერესო შეთავაზება. არჩევა ძალიან გამიჭირდა და ბოლოს, ოჯახთან ერთად ბაჰრეინის ვარიანტი ვამჯობინე.ნიკას ვრცელ ინტერვიუს გაზეთ "ლელოს" 20 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.