ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ბრუკლინი" დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 ნოემბერს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ბრუკლინ ნეთს" ეწვია და ანგარიშით 118:111 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერო ჯამში 13.30 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 3 ქულა, 4 პასი, 2 მოხსნა და ერთი ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 39 ქულა სტეფ კარიმ მიითვალა. კევინ დურანტმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, რომლის ადგილი სასტარტოში ომრი კასპიმ დაიკავა. ებრაელმა კალათბურთელმა 12 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა, კლეი ტომპსონის ანგარიშზე კი 23 ქულა და
10 მოხსნაა.

"ფილადელფიასთან" მატჩის შემდეგ ოკლენდელებს 13 მოგება და 4 მარცხი აქვს. ამ მაჩვენებლით ისინი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე არიან.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 23 ნოემბერს სტუმრად "ოკლაჰომასთან" ჩაატარებს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ლეიკერსი-დენვერი 127:109
ფინიქსი-ჩიკაგო 113:105
მინესოტა-დეტორიტი 97:100
მაიამი-ინდიანა 95:120
ტორონტო-ვაშინგტონი 100:91
მკითხველის კომენტარები / 9 /
ცენტრისათვის 3-ქულა რომ ცოტაა ამას დავი რათ უნდა. ზაზა კალათბურთის სათამაშებლად კი არა - მეტოქეს რომ კალათბურთი არ ათამაშოს და მოქანცოს მაგიტომ უშვებენ დასაწისში. რაც შეეხება გუნდში დატოვებას ბოლო მომენტში - ესეც გუნდის სახის შესანარჩუნებლად გაკეთდა - კაცი ჩემპიონი იყო და გუნდს არ მოუთხოვია მისი სამსახური დაბალი ხელფასის მიუხედავად.
ამერიკელი
22 ნოემბერი 2017 09:05
0
კარგია ფაჩულია რომ წავიდა. საქართველოს ნაკრებსასეთი ცენტრი არსჭირდება. თანაც მწვრთნელს არ უსმენდა, წუთშესვენების დრის თვითონ ლაყბობდა. თავი მაგარი ჰგონია, ...
აუვარდა თავში.
20 ნოემბერი 2017 14:19
3
Asveneben zazas iwyeben wagebas. Zaza miuxedavad qulebisa lideria...shvidkaca sanfrancikoshi....gaixare zaza ojaxit...
Joni
20 ნოემბერი 2017 14:03
1
არ მოგბეზრდათ ყოველ დღე იდიოტ ბავშობაში ჩარჩენილი ტროლის ერთი და იგივე შინაარსის კომენტარებს რომ უშვებთ?
მე მგონი ამაზეა შექნნილი ანეგდოტი მამი მიმა ეს ქიშმიშიაო?
20 ნოემბერი 2017 13:54
1
დააგვიანე დღეს ცანცარი, კიმ ჩენ ირს უგზავნიდი ალბათ საქებარ წერილს.
მალლლადეც ძმაო, 3 ქულა ძაან მაგარია ცენტრისთვის. )))-ს
20 ნოემბერი 2017 13:20
5
სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერო ჯამში 13.30 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 3 ქულა!
მალლლადეც ძმაო, 3 ქულა ძაან მაგარია ცენტრისთვის. )))
20 ნოემბერი 2017 12:51
9
დაგეწყო ჩუნგა ჩანგა პარანოია? ვის დაგოიმებას ცდილობ აქ, დიდი ხნის გაშიფრული ხარ, ქსნის ზონოდან მოყოლებული, ბარემ ისაც დაწერე, იქ რა ნიკით, იჯექი?!!!!! ;)))))))))
ჩუნგა ჩანგა ტროლო
20 ნოემბერი 2017 14:22
1
იმათ გასაგონად, ვინც კიდევ ვერ მიხვდა, რომ ზაზა ფაჩულიას ქულების დასაგროვებლად არ უხდიან ხელფასს ნბა-ს ჩემპიონ გუნდში, ყველაზე გასაგებად თავად ზაზამ თქვა - არავის უღირს იმის მოშლა, რაც გამართულად მუშაობს... ხოლო იმათ, ვისაც კორკოტაზე აღმატებულ ქართველად მიაჩნია საკუთარი პერსონა, აი, არ დაიჯერებთ და სწორედ მათ მიუძღვნა კორკოტამ "ჩუნგა ჩანგა"... უფრო ხშირად უსმინეთ ხოლმე (ზუსტად მაგ სიმღერას) და აუცილებლად მიხვდებით...
მსქროლავი ტროლი
20 ნოემბერი 2017 13:39
4
დაიდო ზაზაზე ახალი სტატია, შეგიძლია ტრადიციულად აცანცარდე და საღადაოდ გაიხადო თავი, როგორც ყოველთვის.
კორკოტას ჩუნგა ჩანგა ტროლო
20 ნოემბერი 2017 11:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული