შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
რას გვიპირისპირებს გერმანია?
გერმანელებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ - ჰენრი როდლი, რომელიც ბოლო სამი წელი გერმანიის A2 გუნდს წვრთნიდა. როდლი კარგად იცნობს იმ გუნდს, რომელსაც უნდა გაუძღვეს.
გამოძახებული შემადგენლობიდან საქართველო-გერმანიის (57:67) დაპირისპირებაში ევრობასკეტზე სასტარტო შემადგენლობაში იყო:
კარსტენ ტადა, რომელიც "ოლდენბურგის" (გერმანია) გამთამაშებელია. მისი მონაგარი ამ სეზონში საშუალოდ 16.6 წუთში 3.44 ქულა, 1.5 პასი და 2.5 მოხსნაა.
რობინ ბენზინგი "ოლივერ ბასკეტსის" (გერმანია) მსუბუქი ფორვარდია. მისი მონაგარი ამ სეზონში საშუალოდ 27 წუთში 12.48 ქულა, 3.5 მოხსნა და 1.65 პასია. საქართველოსთან შეხვედრაში მან 28:40 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
დანილო ბართელი "ბაიერნის" (გერმანია) ცენტრია. მისი მონაგარი ამ სეზონში საშუალოდ 16.5 წუთში 6.19 ქულა, 3.6 მოხსნა და 1.38 პასია. საქართველოსთან შეხვედრაში მან 14:50 წუთი ითამაშა, 3 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
გამოძახებული შემადგენლობიდან საქართველო-გერმანიის დაპირისპირებაში ევრობასკეტზე სათადარიგო იყო:
ისმეთ აკპინარი "რათიოფარმის" (გერმანია) მსროლელია. მისი მონაგარი ამ სეზონში საშუალოდ 21.3 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა და 2.06 პასია. საქართველოსთან შეხვედრაში მან 14:42 წუთი ითამაშა და 4 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.
იოჰანეს თიემანი "ლუდვიგსბურგის" (გერმანია) მძიმე ფორვარდია. მისი მონაგარი ამ სეზონში საშუალოდ 17.5 წუთში 10.25 ქულა, 4.4 მოხსნა და 0.75 პასია. საქართველოსთან შეხვედრაში მან 05:54 წუთი ითამაშა და 2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.
ისაია ჰარტენშტეინი - "ჰიუსტონ როკეტსი" (NBA). განათხოვრებულია "რიო გრანდეში" (ამერიკა). მძიმე ფორვარდი - საშუალოდ 16.5 წუთი, 5.43 ქულა, 7 მოხსნა და 0.7 პასი. საქართველოსთან შეხვედრაში მან 16:22 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
ეს იქნება, ალბათ, ის ხუთეული, რომლის ძირითად ნაწილს გერმანელთა მწვრთნელი დაეყრდნობა. რაც შეეხება სხვა კალათბურთელებს:
რობინ ამაიზე, "მედი ბეირუთი" (გერმანია), მსროლელი - საშუალოდ 15.2 წუთი, 6.58 ქულა, 2.5 მოხსნა და 1.33 პასი.
ისააკ ბონგა, "სკაილაინერი" (გერმანია), მსუბუქი ფორვარდი - საშუალოდ 22.8 წუთი, 7.08 ქულა, 3.15 მოხსნა და 2.77 პასი.
ბასთიან დორეთი, "მედი ბეირუთი" (გერმანია), გამთამაშებელი - საშუალოდ 21.2 წუთი, 3.07 ქულა, 1.6 მოხსნა და 3.13 პასი.
იონას გროფი, "ფენიქს ჰაგენი" (გერმანია), გამთამაშებელი - საშუალოდ 30.4 წუთი, 10.11 ქულა, 7.11 მოხსნა და 5 პასი.
დომინიკ ლოხართი, "გოტინგენი" (გერმანია), მსროლელი - საშუალოდ 24.9 წუთი, 5.82 ქულა, 3.82 მოხსნა და 1.55 პასი.
ანდრეს ობსტი, "როკეტსი" (გერმანია), მსროლელი - საშუალოდ 25.1 წუთი, 11.33 ქულა, 2.33 მოხსნა და 1.33 პასი.
ჯოშიკუ საიბუ - ინფორმაცია არ მოიპოვება.
მაიკ ზირბესი, "ბაიერნი" (გერმანია), ცენტრი - საშუალოდ 14.3 წუთი, 5.94 ქულა, 3.12 მოხსნა და 0.44 პასი.
მიდი მანუუუ....
სხვებმაც, მიაწექით და გაგვახარეთ.