სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: მანუჩარ მარკოიშვილი და მაიკლ დიქსონი უნდა შევაჩეროთ

AutoSharing Option
სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ ჯორჯევიჩმა საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე ისაუბრა.

"ჩვენ აგრესიულად და კონცენტრირებულად უნდა ვითამაშოთ, ავსტრიასთან შეხვედრაზე უფრო მაღალი დონის თამაში უნდა ვაჩვენოთ. იმედი გვაქვს, რომ დარბაზი გაივსება და სრული მხარდაჭერა გვექნება.

საქართველო კარგად ისვრის პერიმეტრიდან და ეს შეიძლება ძალიან საშიში იყოს. მათ აგრესიულად და რიტმში უნდა ვეთამაშოთ.

საქართველომ გერმანიის ნაკრებს შეხვედრის პირველ ნახევარში ძალიან ბევრი სამიანი ჩაუგდო. ჩვენ უნდა შევაჩეროთ მათი კალათბურთელები, უპირველეს ყოვლისა, მარკოიშვილი და დიქსონი.  მე ვფიქრობ, თუ სათანადო მხარდაჭერა გვექნება, ჩვენ ამ მატჩში გამარჯვებას მივაღწევთ", -
თქვა ჯორჯევიჩმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და სერბეთის დაპირისპირება საღამოს 23:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია kss.rs-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
დიქსონს ვერაფერი მოუხერხეს, მაგრამ მარკოიშვილი მართლა ჩაკეტეს.
მაგრამ მანუს ქულები ბერიშვილმა და ბოქოლიშვილმა მოიტანეს, ასე რომ სტრატეგიულად არ წაგვიგია.
სუსტი ცენტრი გვყავს და ეს არის ჩვენი აქილევსის ქუსლი ამ ნაკრებში.
ტუ შენგელია და შერმადინი შეუერთდა, მაშინ ეს პრობლემაც გადაჭრილია.
0
გადაგვივლიან კატოკივით
გადაგვივლიან!
16:57 27-11-2017
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული