ჰენრიკ როდლი: საქართველომ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჰენრიკ როდლმა საქართველო-გერმანიის მატჩის (77:87) დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

- ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა, საქართველომ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. კმაყოფილი ვარ ჩემი კალათბურთელებით, მათ ბოლომდე იბრძოლეს და სასურველი შედეგით მივდივართ.

- რას იტყვით სპორტის სასახლეში შექმნილ ატმოსფეროზე?
- ეს საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტია და საკმაოდ მოხიბლული ვარ ატმოსფეროთი. ქართველმა გულშემატკივარმა მეორე ტაიმში საკუთარ გუნდს მოტივაცია შესძინა და დაეტყო კიდეც მათ თამაშს.

- რას იტყვით ილიას ზუროსთან დაპირისპირებაზე?
- ეს ყველაფერი თამაშის ნაწილია და ამიტომ ავიღე წუთშესვენება, რამაც ზუროსის
მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. მე მჯერა ამ პატარა ინციდენტს მოვაგვარებთ. ილიას ზუროსი პროფესიონალია, მას და საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემ.

- რას იტყვით ევროლიგისა და ფიბას დაპირისპირებაზე?
- ამ ორი ორგანიზაციის დაპირისპირება ხელს უშლის გუნდებს საკუთარი თავის გამოსავლენად. თქვენს ნაკრებს  ორი ძლიერი მოთამაშე, შენგელია და შერმადინი აკლდა. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს პარკეტზე მოთამაშე კალთბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა გულშემატკივრები კმაყოფილები დაეტოვებინათ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარი აფერისტი ჩანს ეს გერმანელი.დდ
ზაზა
23:39 25-02-2018
0
და რას იზამდა კოკოშკოვი ფაჩულიას შერმადინის სანიკიძის შენგელიას გარეშე.პირველ ჯერზე ამ ხალხთან ერთად ჯგუფიდანაც ვერ გავიდა ევროპაზე როარა ბალტიის ქვეყნები და იტალიის კალათბურთის ფედერაცია კი ექნებოდა დედის ანდერძის ტრიალი ბელგიასთან ორი წაგებული თამაშის გამო.
ზაზა
18:19 22-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული