საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 77:87 დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრები სახლში გერმანიასთან 10 ქულით დამარცხდა.

საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, რომელსაც გიორგი ცინცაძის ტრავმა დაემატა, გასულ ტურში სერბეთის დამმარცხებელი გერმანიის ეროვნული გუნდი ამ მოცემულობით საქართველოს ნაკრებზე ძლიერია, მაგრამ ერთ მატჩში და მითუმეტეს საკუთარ მოედანზე, მისი ძლევა დიდი ძალისხმევით შესაძლებლად მოსჩანდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მაინც დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა პარკეტზე: ცქიტიშვილი, ბოქოლიშვილი, ბოისა, დვალიშვილი, დიქსონი. სტარტი საქართველოს ნაკრებისთვის კარგი ვერ გამოვიდა, გერმანია 7 ქულით
დაწინაურდა, გოგა ბითაძის შეცვლაზე შესვლის შემდეგ ვითარება ერთი პირობა კი გამოსწორდა და სხვაობა 1 ქულამდე კი შემცირდა, მაგრამ პირველი მეოთხედი მაინც წავაგეთ 10 ქულით.

მეორე პერიოდში სიტუაცია არ შეცვლილა, სტუმრებმა უპირატესობა არ დათმეს, უზადოდ ესროდნენ ბურთს პერიმეტრიდან და ტაიმი 13 ქულით წავაგეთ. ჩვენი გუნდიდან აღსანიშნავია ბერიშვილის ზუსტად ნატყორცნი 3-ქულიანები.

მეორე ტაიმში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ჩამორჩენა ერთხელ 5 ქულამდე კი შეამცირა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო და დასანანი მარცხი განიცადა.

26 ქულით მატჩის ყველაზე ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი დიქსონი იყო, ბერიშვილმა 15 ქულა ჩააგდო, ბითაძემ 9, ბოქოლიშვილმა 8, ცქიტიშვილმა 7, ფაცაციამ 5, დვალიშვილმა 4, ჩაჩანიძემ 3.

სტუმართა გუნდიდან 15 ქულა საიბუმ ჩააგდო, 14 ბენზინგმა, 12 ბარტელმა, 12 გიფეიმ, 11 ცირბესმა, 7 ობსტმა, 5 დორეტმა, 4 აკპინარმა, 4 სეიფერტმა, 3 ტადამ.

საქართველოს ნაკრები 4 ტურის შემდეგ 1 მოგებით მე-3 ადგილზეა და 29 ივნისს ავსტრიასთან უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 7 /
დიდი მადლობა ბიჭებს,უკლებლივ ყველას! რა თქმა უნდა ქედს ვიხრით დიქსონის წინაშე, ეს კაცი სულს და გულს დებს თითოეულ თამაშში. ზუროსმა კი ძაან შეგვაყვარა თავი.
Georgian
02:41 26-02-2018
0
რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა.
გიორგი
21:04 25-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული